"მე და პენელოპა 32 წელია ვიცნობთ ერთმანეთს და 24 წელია დაქორწინებულები ვართ... ერთმანეთი მაშინ გავიცანით, როცა არ ვიყავით ჯერ არავინ და ეს გვეხმარება" - ხავიერ ბარდემის აღიარება - მშობლები

"მე და პენელოპა 32 წელია ვიცნობთ ერთმანეთს და 24 წელია დაქორწინებულები ვართ... ერთმანეთი მაშინ გავიცანით, როცა არ ვიყავით ჯერ არავინ და ეს გვეხმარება" - ხავიერ ბარდემის აღიარება

2024-10-24 11:13:44+04:00

55 წლის ხავიერ ბარდემიGentleman's Journal-ის ახალი ნომრის გარეკანის გმირი გახდა. მსახიობი საკუთარი ცოლის, პენელოპა კრუსისთვის პოზირებდა. ინტერვიუში კი ისაუბრა ცოლთან შეხვედრაზე, მშობლობასა და მთავარ როლზე გახმაურებულ სერიალში "მონსტრები: ძმები მენენდესების ამბავი".

bardem2-1729755226.jpg

პენელოპა და ხავიერი 2010 წლიდან დაქორწინებული არიან. 1992 წელს შეხვდნენ პირველად ერთმანეთს ფილმში "ლორი, ლორი". "ის 17 წლის იყო, მე - 22-ის. ეს იყო მისი პირველი ფილმი, ჩემთვის კი - ერთ-ერთი პირველი დიდი ფილმი. კოსტიუმების გამოცვლისას შევხვდით, ერთმანეთს შევხედეთ და ალბათ, რაღაც მოხდა. რაღაც, რასაც არ აქვს ახსნა და რაც სცდება ლოგიკის და განსჯის საზღვრებს. თუმცა იმ დროს სხვა ცხოვრება გვქონდა, სხვა ამოცანები და მიზნები. თუმცა იყო რაღაც - ენერგია, ქიმია, ერთმანეთის ნდობა და მეგობრობა. ეს დიდხანს შენარჩუნდა, თუმცა ერთმანეთი კარგა ხანს აღარ გვინახავს და არ შევხვედრივართ".

penel-1-1729755049.jpg
კადრი ფილმიდან "ლორი, ლორი"

b208d85ca5b14e99fe858149df-1729755049.jpg

მსახიობი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს 2017 წელს, ვუდი ალენის ფილმის "ვიკი კრისტინა ბარსელონას" გადაღებებზე. "მივხვდით, რომ ეს გრძნობა ისევ ცოცხლობდა ჩვენში. აღმოჩნდა, რომ იმ მომენტში ორივე მარტო ვიყავით, ამიტომაც მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო: ორი ადამიანი ისევ შეერთდა. ისიც გვაერთიანებდა, რომ ერთმანეთს მთელ ამ ხმაურამდე, წარმატებამდე და პოპულარობამდე ვიცნობდით. და ეს მნიშვნელოვანია - ერთმანეთის ნდობა და თანადგომა, რადგან ერთმანეთს ნამდვილებს იცნობთ. შენ მე მხედავ და მე კი - შენ. ეს მნიშვნელოვანია".

penelop-1-1729754757.jpg

წყვილი ორ შვილს ზრდის - 13 წლის ლეონარდოს და 11 წლის ლუნას. მათ ფოტოებს არ ასაჯაროებენ და მაქსიმალურად მალავენ შვილებს პრესისგან.

article-2159376-139c6a8e000005dc-974-308x185-1729755048.jpg

ბარდემი ამბობს, რომ ახლა ფსიქოლოგ შეფალი ტსაბარის წიგნებს კითხულობს, რათა გაიუმჯობესოს მშობლის უნარები. "ეს იმაზეა, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვობა. ჩვენ ყველამ ვიცით, ომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს შვილებზე და ვიყოთ ყურადღებიანები მათ მიმართ, რათა ისინი ჯანმრთელები გაიზარდონ. ეს ინვესტიციაა საზოგადოებაში. თითოეული ბავშვი არის ინვესტიცია საზოგადოებაში".

ბარდემი თავის ოჯახს "ტომს" უწოდებს, თუმცა ხანდახან ეჭვი ეპარება იმაში, თუ რამდენად კარგი მშობელია. "მე უფრო ის ვიცი, როგორი მამა არ მინდა ვიყო. ისეთი, რომელიც გამუდმებით მეურვეობს შვილებს, ეუბნება, რა როგორ გააკეთონ და ზეწოლას ახდენს მათზე... არ ვარ სრულყოფილი, უამრავი ნაკლი მაქვს და ისეთი რამ, რისი გამოსწორებაც მსურს, როგორც ადამიანს. თუმცა ვიღაცის აღზრდის უნარი - ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა. შენ ეხმარები ადამიანის ფორმირებაში, მიმართულების განსაზღვრაში, თუმცა როგორ გააკეთებ ამას, თუ თავად არ ვითარდები? თუ თავად არ აფასებ საკუთარ თავს, როგორც ადამიანს?"