ანა ჯაფარიძეს პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე მთელი საქართველო გულშემატკივრობდა. საქართველოში ის ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. "პრაიმ შოუში" მოყვა, როგორ აღმოჩნდა რეალობის წინაშე - ხელის ამპუტაციის შემდეგ გაეგრძელებინა სულ სხვა ცხოვრება.
"16 წლის ვიყავი, როდესაც ხელის ამპუტაცია დამჭირდა... დედაჩემის ძალიან დიდი ინიციატივა იყო, რომ დამეწყო სპორტული ცხოვრება..." - ამბობს ანა.