"იმედი მაქვს, ჯანმრთელი ვიქნები და ეცოდინება, როგორია მამამისი“ - 84 წლის ალ პაჩინო 1 წლის შვილზე საუბრობს, რომელიც 50 წლით უმცროსმა საყვარელმა გაუჩინა - მშობლები

"იმედი მაქვს, ჯანმრთელი ვიქნები და ეცოდინება, როგორია მამამისი“ - 84 წლის ალ პაჩინო 1 წლის შვილზე საუბრობს, რომელიც 50 წლით უმცროსმა საყვარელმა გაუჩინა

2024-10-27 18:25:48+04:00

ყველა დროის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა კინოვარსკვლავმა,ალ პაჩინომბევერლი ჰილზის სასტუმროს ლუქსში ავტობიოგრაფიული წიგნი"Sonny Boy"წარადგინა, ზუსტად იმ სახელით, როგორც მას ბავშვობაში დედა ეძახდა.

84 წლის ვარსკვლავის თქმით, მიზეზი, რის გამოც სურდა, რომ თავისი ცხოვრება ქაღალდზე გადაეტანა, გასულ წელს მომხდარი უმნიშვნელოვანესი სიახლეა - ალ პაჩინო მეოთხედ გახდა მამა. მისი ვაჟი, რომენი ახლა 16 თვისაა და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს.

  • “წიგნი არის იმის გარანტია, რომ ბავშვს ექნება შესაძლებლობა გაეცნოს მამის ისტორიას. მინდა ვიყო ამ ბავშვის გვერდით და იმედი მაქვს, რომ ასე იქნება. იმედი მაქვს, ჯანმრთელი ვიქნები და მას ეცოდინება, თუ ვინ არის, როგორია მამამისი“, - ამბობს ვარსკვლავი. განაგრძეთ კითხვა