რომელი ანალიზებია საჭირო თმის ცვენის დროს? - მშობლები

რომელი ანალიზებია საჭირო თმის ცვენის დროს?

2024-10-28 11:49:38+04:00

თმის ცვენა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა როგორც მოზრდილებში, ასევე მოზარდებში. არაერთი შინაურული თუ სააფთიაქო საშუალების მიუხედავად, ექიმები გვეუბნებიან, რომ უშუალოდ თმის ცვენის სამკურნალო შამპუნები არ არსებობს. საჭიროა გაირკვეს ცვენის მიზეზი, რისთვისაც სხვა ფაქტორებთან ერთად, ამ ანალიზების გაკონტროლებაა საჭირო:

ყველაზე მთავარი ნივთიერება ცილაა. ის პასუხისმგებელია ჩვენი თმის სტრუქტურაზე. ამიტომ საჭიროა ავიღოთ საერთო ცილის ანალიზი.

შემდეგ ვამოწმებთ რკინას. ეს არიოს ჩვენი თმებისთვის წვდომა ჟანგბადზე. აქვე ვიღებთ სისხლის საერთოს და ფერიტინის ანალიზს, რათა გამოვრიცხოთ ანემია.

აუცილებლად უნდა შემოწმდეს D ვიტამინი, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენი თმის სიმკვრივეზე.

ასევე საჭიროა თუთიის ანალიზი, რომელიც პასუხისმგებელია თმის ცვენასა და მის ხარისხზე.

თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი ბუნებაში არ არსებობს - ზაზა თელია თმის ცვენის პრობლემასა და პრევენციაზე
თმის ცვენის მიზეზები, რომლებზეც წარმოდგენაც არ გქონდათ - გიორგი ღოღობერიძის რჩევები
თმის ცვენის 5 ყველაზე გავრცელებული მიზეზი