სქესის გაგების ცერემონია და გახარებული მშობლები - ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა გოგონას ელოდებიან - მშობლები

სქესის გაგების ცერემონია და გახარებული მშობლები - ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა გოგონას ელოდებიან

2024-10-31 08:32:58+04:00

როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა მეორე შვილის მოლოდინში არიან. მათ უკვე ჰყავთ პატარა გიორგი და როგორც სქესის გაგების ცერემონიიდან გაირკვა, ახლა გოგონას მშობლები გახდებიან.

ირაკლის რეაქცია იმდენად გულწრფელი იყო, როცა მაშხალიდან ამოვარდნილი ვარდისფერი ბოლი დაინახა, რომ ხტუნვა დაიწყო, როგორც ჩანს, ტელეწამყვანს ძალიან უნდოდა, მეორე შვილი გოგო ყოფილიყო და ეს ოცნებაც აუხდა.

თეკლა ჟვანია

პოსტსამშობიარო დეპრესია არ მქონია, თუმცა გიოზე 9 თვე ტოქსიკოზი მქონდა და ახლაც მაქვს... გიო წელიწადი და 3 თვე მყავდა ბუნებრივ კვებაზე... - ლიზა ჩიჩუა, რომელიც მეორე შვილს ელოდება, გულშემატკივართა შეკითხვებს პასუხობს