საქართველოში ამინდი მკვეთრად უარესდება - როდიდან უნდა ველოდოთ აცივებას - მშობლები

საქართველოში ამინდი მკვეთრად უარესდება - როდიდან უნდა ველოდოთ აცივებას

2024-11-02 12:27:29+04:00

საქართველოში ამინდი მკვეთრად იცვლება, 3 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. -ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, 3 ნოემბრიდან კი გაწვიმდება და გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.

“ჰაერის ტემპერატურა 2 ნოემბერს დღისით დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს.

თბილისში1-3 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 3-4 ნოემბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1-3 ნოემბერს დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 4 ნოემბერს შედარებით აცივდება და შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს.

სანაპირო რაიონებში(ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 2 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 3 ნოემბერს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოსდაბლობ რაიონებში(ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 1-2 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 3 ნოემბერს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 2 ნოემბერს დღისით +20, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში(ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 1-2 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 3 ნოემბერს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს დღისით +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში(მესტია, ბახმარო): 2 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, 3 ნოემბერს კი ზოგან თოვლჭყაპია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს.

ქართლში(რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 2 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 3-4 ნოემბერს კი ზოგან გაწვიმდება და იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1-3 ნოემბერს დღისით +16, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 4 ნოემბერს დაიკლებს.

კახეთში(საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 1-2 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 3-4 ნოემბერს კი ზოგან გაწვიმდება და იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 3 ნოემბერს დღისით +16, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 4 ნოემბერს დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 2 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, 3-4 ნოემბერს კი ზოგან გაწვიმდება და იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 3 ნოემბერს დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 4 ნოემბერს დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 2 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, 3-4 ნოემბერს კი ზოგან თოვლჭყაპი და დასავლეთის მიმართულების ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 3 ნოემბერს დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 4 ნოემბერს დაიკლებს.

ამინდის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: meteo.gov.ge“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.