"ამ სახლში საკმაოდ დიდხანს ვცხოვრობდი ქირით... მინდა იცოდეთ, როგორც არ უნდა გიჭირდეთ, ყველაფერი შესაძლებელია..." - თამუნა ვაშალომიძე - მშობლები

"ამ სახლში საკმაოდ დიდხანს ვცხოვრობდი ქირით... მინდა იცოდეთ, როგორც არ უნდა გიჭირდეთ, ყველაფერი შესაძლებელია..." - თამუნა ვაშალომიძე

2024-11-02 21:12:10+04:00

მოდელი თამუნა ვაშალომიძე, რომელიც დღესდღეობით საკმაოდ წარმატებულია და ბოლოს ვენეციის კინოფესტივალზე მართლაც ვარსკვლავურად გაიბრწყინა, არასოდეს მალავს, რომ საკმაოდ რთული გზა გამოიარა, სანამ წარმატებას მიაღწევდა. ამჯერად იმ სახლიდან ჩაწერა ლაივი, სადაც წლების წინ საკმაოდ დიდხანს ქირით ცხოვრობდა.

"ამ სახლში, საკმაოდ დიდხანს ვცხოვრობდი, როცა ვმუშაობდი მიმტანად, ბარმენად. დღეს იმიტომ მოვედი, რომ ამ სახლის მეპატრონე ჩამოვიდა, რომელთანაც ვმეგობრობდი და რომელიც ჩემთვის დიდი მოტივაცია იყო, სულ მაქებდა და მამხნევებდა... მინდა იცოდეთ, რომ სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, როგორ პირობებშიც არ უნდა ცხოვრობდეთ, როგორც არ უნდა გიჭირდეთ, დამიჯერეთ, ყველაფერი შესაძლებელია და ყველა სიტუაციიდან შეგიძლიათ თქვენი თავი წინ წაწიოთ".

ეს კი ფოტოები სახლიდან, სადაც თამუნა ამჟამად ცხოვრობს, ქმარ-შვილთან ერთად.

snapinsta-1730568904.app_265536132_492319238741199_9022482879947609305_n_1080.jpg

snapinsta-1730568905.app_422601781_18408413275021493_2229592745313241799_n_1080.jpg