ეს იყო მკვლელობა, რომელიც ტყუილმა გამოიწვია. 2020 წლის ოქტომბერში, ისლამისტმა ტერორისტმა მოძებნა და თავი მოკვეთა პროფესორ სამუელ პატისიმ დროს, როდესაც არდადეგების წინა დღეს, პარიზის გარეუბნის სკოლიდან გამოდიოდა.
მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, 47 წლის პატი, რომელიც გეოგრაფიასა და ისტორიას ასწავლიდა, ინტენსიური ბულინგის კამპანიის სამიზნე. ეს კი იმის გამო მოხდა, რომ მისმა 13 წლის მოსწავლემ მას მუსლიმი მოსწავლეებს დისკრიმინაციაში დასდო ბრალი.
გოგონამ მამამისს უთხრა, რომ პატიმ მუსლიმ მოსწავლეებს სთხოვა, დაეტოვებინათ საკლასო ოთახი მანამ, ვიდრე ის სხვა მოსწავლეებს სატირულ გაზეთ "Charlie Hebdo:-ში დაბეჭდილ წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურებს უჩვენებდა.
სინამდვილეში, გოგონა იმ დღეს პატის გაკვეთილზე საერთოდ არ იმყოფებოდა. ეს ისტორია კი იმიტომ გამოიგონა, რომ სურდა დაემალა სკოლიდან, ცუდი ქცევის გამო, მისი დროებით დათხოვნის ამბავი.
პატიმ გამოსახულებები ეთიკის გაკვეთილზე, საფრანგეთის გამოხატვის თავისუფლების კანონებსა და "დილემის" საკითხის განსახილველად გამოიყენა. მან დასვა კითხვა, - უნდა გაეზიარებინათ თუ არა რიგით მოქალაქეებს #JeSuisCharlie ჰეშთეგი, რომელიც გაზეთის მხარდასაჭერად 2015 წლის იანვარში, მის ოფისზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ გამოიყენებოდა. შეგახსენებთ, მუჰამედის კარიკატურის გამო მომხდარ თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა. განაგრძეთ კითხვა