დონალდ ტრამპის გამარჯვება აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა პრინც ჰარისა და მეგან მარკლისთვის ნამდვილ კატასტროფად იქცეს. რესპუბლიკელების კანდიდატმა საჯაროდ მიანიშნა, რომ თუ ის თეთრ სახლში დაბრუნდება, სასექსის ჰერცოგი შესაძლოა დეპორტირებული იყოს შეერთებული შტატებიდან. უცნაურია, მაგრამ პრინცის მემუარებმა ზიანი მიაყენა არა მხოლოდ ბრიტანეთის მონარქიას, არამედ პირადად მას.
თავისი ავტობიოგრაფიულ წუგნში ჰარიმ აღიარა, რომ არალეგალურ ნივთიერებებს იყენებდა. ამის შემდეგ, კონსერვატიულმა ანალიტიკურმა ცენტრმა The Heritage Foundation-მა შეიტანა სარჩელი და აშშ-ს მთავრობისგან მოითხოვა, გამოექვეყნებინა ჩანაწერები ჰერცოგის აშშ-ს ვიზაზე განაცხადიდან- ისინი ამბობენ, რომ თუ მან ანკეტის შევსებისას მოიტყუა ნარკოტიკების შესახებ, მაშინ მისი ვიზა უნდა გაუქმდეს. .
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება დოკუმენტების კონფიდენციალურობის შესახებ, დონალდ ტრამპი არ მალავს თავის პოზიციას ჰერცოგის საქმეზე. „მე მას არ დავიცავ. მან დედოფალს უღალატა. ეს უპატიებელია. მარტო დარჩებოდა, ყველაფერი ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული“, - განუცხადა მან The Express US-ს. კითხვაზე, შეუძლია თუ არა ჰარის პრივილეგიების იმედი შეერთებულ შტატებში, ტრამპმა კიდევ უფრო მკაცრად უპასუხა - არა. თუ სავიზო განაცხადის საქმე პროგრესირებს, „საჭირო იქნება შესაბამისი ზომების მიღება“, განუცხადა პოლიტიკოსმა GB News-ს.