ლიკა ქავჟარაძის ყოფილი მეუღლე სანდრო თაქთაქიშვილი, რომელიც ბევრი წელია ამერიკაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად, ამერიკის არჩევნებს ეხმაურება. მასთან ერთად ცხოვრობს ამერიკაში მისი და ლიკა ქავჟარაძის საერთო ვაჟი ლევანი, მეუღლესა და შვილთან - 16 წლის საშკა თაქთაქიშვილთან. სწორედ საშკას ფოტოს აქვეყნებს სანდრო და წერს:
"ჩემი ოცნება: 16 წლის საშკა ზრდასრული ადამიანი რომ გახდება, აღარასდროს მოუწიოს ტრამპისნაირი ან ქოცებისნაირი ხელისუფლებების ქვეშ ცხოვრება. სულ ვფიქრობ, რისი გაკეთება შემიძლია მე პირადად ამისთვის? არც ისე ბევრის, ცხადია, მაგრამ 1 რამ ვიცი: აღარასდროს მექნება რაიმე ურთიერთობა ტრამპის ან ქოცების მხარდამჭერებთან. ამით დავიწყებ. მერე შეიძლება კიდევ მოვიფიქრო რამე".