„ყოველ ჯერზე ვეუბნებოდი, დედა, არ წახვიდე, დარჩი... ახლა ვხვდები, რომ ამას ჩემთვის აკეთებს... ჩემთვის ყველაზე საყვარლები დედა და ბებო არიან..." - ანდრია ფუტკარაძე ემიგრანტ დედაზე და ბებიაზე, რომელიც სულ მის გვერდითაა - მშობლები

„ყოველ ჯერზე ვეუბნებოდი, დედა, არ წახვიდე, დარჩი... ახლა ვხვდები, რომ ამას ჩემთვის აკეთებს... ჩემთვის ყველაზე საყვარლები დედა და ბებო არიან..." - ანდრია ფუტკარაძე ემიგრანტ დედაზე და ბებიაზე, რომელიც სულ მის გვერდითაა

2024-11-08 19:30:29+04:00
ანდრია ფუტკარაძე 16 ნოემბერს საქართველოს საბავშვო ევროვიზია 2024-ზე წარადგენს. მისი სიმღერა „დედას", რომელიც ბავშვობას, ემიგრანტ დედასთან განშორებასა და მონატრებას აერთიანებს. ანდრია მარტოხელა დედა 4 წელია ემიგრანტია და ემიგრანტობის გამო, ბევრი მნიშვნელოვანი მომენტი გამოტოვა ამ წლებში, შვილის ცხოვრებაში. თუმცა ახლა, როცა ანდრიას ყველაზე მეტად სჭირდება მისი გვერდით დგომა, დედა მასთანაა.
„ყოველ ჯერზე ვეუბნებოდი, დედა, არ წახვიდე, დარჩი. ახლა ვხვდები, რომ ამას ჩემთვის აკეთებს...“ - ამბობს ანდრია, რომელიც ძირითად დროს ბებოსთან ერთად ატარებს და ბებოს და დედას მიიჩნევს მისი ცხოვრების მთავარ ძალად.