ზალიკო ბერგერი სოციალურ ქსელში ულოცავს დაბადების დღეს თავის მეგობარს, მოსკოვში მცხოვრებ ლალა ივანიშვილს. ლალა და ზალიკო წლებია მეგობრობენ. ზალიკო მას დაიკოდაც მოიხსენიებს. "მიყვარხარ, მენატრები და ყველა ბედნიერებას გისურვებ", - ამბობს ზალიკო ვიდეოში, რომელსაც მეგობარს უძღვნის.
ლალა ივანიშვილი მრავალი წელია რუსეთში ცხოვრობს, იქვეა გათხოვილი და სამი შვილის დედაა. როგორც სოციალურ ქსელში წერს, ცდილობს დაიცვას ბალანსი ოჯახს, ბიზნესსა და პირად ინტერესებს შორის. წვეულებების ორგანიზატორია და მომღერალია. ერთი პერიოდი პრესაში ბიძინა ივანიშვილის დადაც მოიხსენიებდნენ, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ მისი და არ არის, თუმცა ახლო ნათესავია.