პატარა სონიამ მხოლოდ ორი წელი იცოცხლა, ორი საშინელი წელი. მისი სიცოცხლე დედისა და მამის ამაზრზენმა სისასტიკემ შეიწირა. მისი სიკვდილის მიზეზი გახდნენ ადამიანები, რომლებსა უნდა დაეცვათ გოგონა. იმის ნაცვლად, რომ ყვარებოდათ და აღეზარდათ, მშობლებმა გადაწყვიტეს თავიდან მოეშორებინათ ქალიშვილი და გეგმაც დასახესა, რათა მათი ბრალეულობაში ეჭვი არავის გასჩენოდა. შემთხვევა რუსეთში მოხდა.
ეკატერინა 27 წლისაა, ილია 29-ის. ისინი სონიას მშობლები არიან. ახლა წყვილი დაკავებულია და მკვლელობისთვის მძიმე სასჯელი ემუქრება. ჯერ კიდევ ზაფხულში, მეუღლეებს ეჩვენებოდათ, რომ სქემა იდეალური იყო და ვერავინ გამოავლენდა ბავშვის გარდაცვალების ნამდვილ მიზეზს.
სონია არ იყო სასურველი ბავშვი. როდესაც ეკატერინემ ორსულობის შესახებ შეიტყო, აბორტის გაკეთება დაგვიანებული იყო, ამიტომ მშობიარობა გადაწყვიტა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მშობლები გონს მოეგენ: ისინი 28 კვადრატული მეტრის პატარა ბინაში ცხოვრობდნენ, ეკატერინა ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა დამლაგებლად, ილია კი მუშად მუშაობდა სამშენებლო ობიექტებზე.
ბავშვი მათ გეგმებში არ ჯდებოდა. 2024 წლის ზაფხულში მშობლებმა მოქმედება გადაწყვიტეს - მათ გოგონას საკვები შეუზღუდეს, ხშირად აშიმშილობდნენ და არც წყალს ასმევდნენ. ბავშვის ტირილი იგნორირებული იყო, დედა-მამა მიზნისკენ მიდიოდა. თვიდან თვემდე სონეჩკა წონაში იკლებდა და სუსტდებოდა. ოქტომბრისთვის გაირკვა, რომ გოგონა სიკვდილის პირას იყო. წონა თითქმის გაუნახევრდა. თვის ბოლოს სონიას ტირილიც კი არ შეეძლო, ძლივს მოძრაობდა და არაფერზე რეაგირებდა.
ეკატერინა და ილია უბრალოდ უყურებდნენ მათი ქალიშვილის ნელ-ნელა სიკვდილს. ბოლო დღეებში ის გაუნძრევლად იწვა და სიკვდილს ელოდა. ნოემბრის დასაწყისში ბავშვი გარდაიცვალა. ახლობლები მშობლების მხარდასაჭერად მივიდნენ და საშინელი სურათი დახვდათ - სონია იმდენად გამხდარი იყო, რომ უნებურად გაჩნდა აზრი, რომ გოგონა ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილა. ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ გოგონა მძიმე შიმშილის და გაუწყლოების შედეგად გარდაიცვალა. მარტივად რომ ვთქვათ, მშობლებმა ის შიმშილით მოკლეს. მაგრამ დედა და მამა დიდხანს არ ტყდებოდა - აცხდებდნენ, რომ მათ უყვარდათ გოგონა და მის სიკვდილში ბრალი არ მიუძღოდათ, ამბობდნენ, რომ ბავშვი ავად იყო და ამიტომ გახდა.
ძალიან მალე ეკატერინემ და ილიას ჩვენებებში უზუსტობები გაჩნდა, გამომძიებლებმა ისინი ჩიხში შეიყვანეს და აღიარებითი ჩვენებაც მიიღეს. ახლა მათ გოგონას მკვლელობისთვის პასუხისგება მოუწევთ.
„დაკავებულებმა თქვეს, რომ არ გეგმავდნენ ბავშვს, არ სურდათ მისი დაბადება და მისი გაზრდა“, - აცხადებს ანონიმური წყარო. სწორედ ასე ახსნეს ეკატერინემ და ილიამ თავიანთი ამაზრზენი სისასტიკე.