ინფლუენსერი ლიზი ქონიაძე, რომელსაც ბევრი "პრაიმ ჰაუსიდან" იცნობს, ორსულობის მეცხრე თვეშია. მას რამდენიმე თვის წინ ჰქონდა ქორწილი საყვარელ ადამიანთან, რომლის ვინაობას არ ასაჯაროებს. ქორწილშივე მოაწყო წყვილმა სქესის გაგების ცერემონია და ასე გაიგეს, რომ ვაჟს ელოდებიან.
ქორწილის შემდეგ ცოლ-ქმარი საფრანგეთში გაემგზავრა თაფლობისთვის გასატარებლად.ნიცა, მონტეკარლო, კანი მოიარეს და ლიზიც აქტიურად უზიარებდა გამომწერებს ფოტოებს მოგზაურობიდან. მოგვიანებით კი ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ამჯერად ლიზიმ მეცხრე თვეში მოაწყო ფოტოსესია, საორსულო სტილით. მშობიარობამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი და ინფლუენსერი შესანიშნავ ფორმაში და განწყობაზეა.