"მშობლები ბევრის უფლებას აძლევენ" - ბიონსეს და ჯეი ზის  12 წლის ქალიშვილი დეკოლტიანი კაბისა და მაღალი ქუსლების გამო გააკრიტიკეს - მშობლები

"მშობლები ბევრის უფლებას აძლევენ" - ბიონსეს და ჯეი ზის  12 წლის ქალიშვილი დეკოლტიანი კაბისა და მაღალი ქუსლების გამო გააკრიტიკეს

2024-11-12 08:51:48+04:00

ბიონსეს და ჯეი ზის 12 წლის ქალიშვილი ბლუ აივი კარტერი ბებიასთან თინა ნოულსთან ერთად ლოს-ანჯელესში მიუზიკლის "Wicked"-ის პრემიერას დაესწრო.

159b3c58-a943-4106-8664-f1f75bc6c24c-1731387736.jfif

ვარსკვლავური წყვილის თინეიჯერ ქალიშვილს წითელ ხალიჩაზე არ გაუვლია, მაგრამ თაყვანისმცემლებმა ის დარბაზის ფოიეში შენიშნეს. გოგონას ვარდისფერი ატლასის კაბა ეცვა დეკოლტეთი, ბრჭყვიალა ქუსლიანი ფეხსაცმელი და ოქროს სამკაულები ეკეთა. ბლუ აივის ფოტოების გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელებში განიხილავენ, თუ როგორ შეიცვალა გოგონა და რამდენად სწრაფად მომწიფდა (ამავე კუთხით განიხილავენ კიდევ ერთ ვარსკვლავურ ბავშვს - დევიდ და ვიქტორია ბექჰემების 13 წლის ქალიშვილს, ჰარპერს).

c6490213-6ef9-4fef-abef-79c1707c6743-1731387754.jfif

"მშობლები ბევრის უფლებას აძლევენ", "რატომ ეჩქარებათ გაზრდა" - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

გოგონას ვარსკვლავი მშობლები მის გვერდით არ იყვნენ. სოციალურ ქსელებში მიიჩნევენ, რომ ბიონსე და ჯეი-ზი გაურბიან საჯაროობას მათი ახლო მეგობრის პ.დიდის სკანდალისა და დანაშაულებებში მათ შესაძლო მონაწილეობის ბრალდებების ფონზე. სოციალურ ქსელში იმასაც წერენ, რომ მეუღლეები თუფაქ შაკურის, ალიას და სხვა ვარსკვლავების მკვლელობაში მონაწილეობენ. ბიონსე და ჯეი ზი აღაშფოთეს ამ თეორიებმა და ბიონსე ჟურნალისტს ჩივილითაც დაემუქრა.

11f08ae2-df72-4832-baeb-92493d09d835-1731387772.jfif

ბლუ აივი კარტერი 2012 წელს დაიბადა - ის 43 წლის ბიონსესა და 54 წლის ჯეი ზის უფროსი ქალიშვილია. მუსიკოსები 2008 წელს დაქორწინდნენ და როდესაც ბლუ აივი ხუთი წლის იყო, მომღერალს ტყუპები შეეძინა - ვაჟი სერ და ქალიშვილი რუმი. ბლუ აივი ცოტა ხნის წინ შენიშნეს ბევერლი ჰილზში.

2dc81903-ef63-4359-b174-f43b8a3c8a43-1731387786.jfif