ამ ნაწარმოებების უმეტესობა სასკოლო პროგრამაშია გათვალისწინებული და ეროვნულ საგანძურად ითვლება. დღეს გაგიზიარებთ 15 შეკითხვას მოთხრობებიდან, პოემებიდან, ლექსებიდან თუ ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებებიდან, რომლებიც თქვენს ცოდნას შეამოწმებს. თქვენი ამოცანაა, რაც შეიძლება, მეტი სწორი პასუხი მოაგროვოთ:
1. რომელი ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი გმირია "ნათავადარი თეიმურაზ ხევისთავი"?
2. ამ ნაწარმოების მთავარი გმირი აქტუალურობას არასდროს კარგავს და ყველა ეპოქაში ცოცხალია. ეს გმირი ყველა მთავრობას, ყველა იდეოლოგიას, ყველა წყობას ერგება. სიტუაციების მიხედვით იცვლის ქცევას, ხასიათს ისე, რომ თავად რაც შეიძლება მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდეს. ვისზეა საუბარი?
3. დაასახელე ნაწარმოები, რომელსაც წინ შემდეგი სიტყვები უძღვის: „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს - პირს უკანაო"
4. დაასახელეთ პოემა, რომლის მთავარი გმირი შემდეგ სიტყვებს ამბობს:
" დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა,მითაც მე ვერ ვუღალატებ, ვფიცავ ღმერთს, ქმნილი იმისა."
5. ჩასვით გამოტოვებული სიტყვა: "ნაცვალი თუ იასაული— რაც გინდ დიდი საქმე ჰქონოდათ, — … ეზოში ვერ გაიწაწანებდნენ, და თუ როგორმე გაჰბედავდნენ, ისეთს ალიაქოთს ასტეხდა, რომ ბედსა და თავს დააწყევლინებდა."
6. ეს ავტორი გაღარიბებული თავადაზნაურების შესახებ ხშირად წერდა. მისი ნაწარმოებების მთავარი გმირების ამპარტავნება, პირველ ჯერზე, ღიმილს იწვევს, თუმცა შემდეგ გასაჭირსა და სიღარიბეზე დაფიქრება - სიბრალულს. ვისზეა საუბარი?
7. დაასახელეთ პოემა, სადაც შემდეგი სიტყვები გვხვდება:
"თუ ყვავი ვარდსა იშოვებს, თავი ბულბული ჰგონია;"
8. ვინ არის შემდეგი სიტყვების ავტორი:
"სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი;
მას გეცილების ვერავინ, არ არის გასაყოფელი.
სხვას ყველას მახე უგია, თავისა გასაყოფელი;
თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი."
9. ვინ არის "აბო თბილელის წამების" ავტორი?
10. რომელ ქართულ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებშია შემდეგი სიტყვები: "ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური?!"
11. ვინ არის შემდეგი სიტყვების ავტორი:
"წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად, აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად; აქ ლბილსმდელოზედ სანუგეშოდვინამე ცრემლით, აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით;"
12. რომელი პოემა იწყება შემდეგი სიტყვებით:
"მთის მწვერვალზე, ცის მახლობლად,
მერცხლის ბუდედ რაღაც მოსჩანს;
თვალთ ისარი, შენატყორცნი,
ვერ არჩევს მის სიგრძეს და განს."
13. რომელი პოეტის ლექსშია შემდეგი სიტყვები:
"მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი,
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.”
14. ვის ეკუთქვნის ლექსი "გოგჩა"?
15. დაასახელეთ ნაწარმოები, სადაც შემდეგი სიტყვები გვხვდება:
"სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი... შენ მარტო იყავი, სუსტი და უმწეო და ამიტომ შეგეშინდა. შენთვის ღამე იყო. ხომ ღამე იყო ამ ორიოდე წუთის წინ, ახლა კი, ჩემთან რომ ხარ, ახლა ხომ დღეა? სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი...ადამიანი ადამიანისთვის დღეა..."