წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება - „თბილისის წიგნის დღეები“ დაბრუნდა. ფესტივალი 15,16 და 17 ნოემბერს „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გიმასპინძლებთ.
„პალიტრა L-ი“ სტუმრებს ტრადიციულად უამრავ სიურპრიზს უმზადებს. გამომცემლობის კუთხეში დაგხვდებათ აქციები, ფასდაკლებები და სიახლეები, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.
სპეციალურად ღონისძიებისთვის გამომცემლობა ფასდაკლებას გთავაზობთ ახალ თარგმანებზეც, რომელიც როგორც „პალიტრა L-ის“ სივრცეში, ისე მის აპლიკაციასა და ვებგვერდზეც იქნება წარმოდგენილი.
გთავაზობთ ახალ, ფასდაკლებულ თარგმანებს, რომელსაც ჯამში 50-ლარიანი ბიუჯეტით შეიძენთ:
„მძიმე დროება“ გამოიცა პროექტის ფარგლებში - „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“. პროექტი გაგრძელებაა „პალიტრა L-ის“ საეტაპო სერიის „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“. 15 წლის შემდეგ, გამომცემლობამ გადაწყვიტა, სერიას კიდევ 15 წიგნი შემატოს, რისთვისაც გამოკითხვა ჩაატარა. მასში მონაწილეობა უკვე მიიღოათასობით ადამიანმა. ხმის მიცემა რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა გზით მიმდინარეობდა. სერია ჯერ არ დასრულებულა და სხვადასხვა პლატფორმაზე გამოკითხვა კვლავ მიმდინარეობს.
„მძიმე დროება“ პირველად სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში ითარგმნა.მასში წარმოჩენილია ინდუსტრიალიზაციისა და უტილიტარიზმის გავლენებით მოცული ვიქტორიანული ინგლისის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს პიროვნების ბედზე, მისი მსოფლმხედველობის ფორმირებაზე, საზოგადოებაში სტერეოტიპების დამკვიდრება-განმტკიცებაზე, დადგენილი წესების მნიშვნელობასა და თავისუფლების არსის გაგებაზე. ამბავი ხდება ქალაქში, „სადაც ფაქტს ისე ეთაყვანებოდნენ, როგორც სიწმინდეს, სადაც ფაქტი განუკითხავად ზეიმობდა და ბატონობდა. იტყვით, წესით, ასეთი ქალაქი კეთილდღეობის განსახიერება უნდა ყოფილიყოო, არა? რა გითხრათ... ალბათ ძალიან გაიოცებთ, მაგრამ არც მთლად ასე იყო საქმე.
აგატა კრისტის „უტყვი მოწმე“ „პალიტრა L-მა“ წელს პირველად თარგმნა და გამოსცა. მის შეძენას „თბილისის წიგნის დღეებზე“, ასევე გამომცემლობის ვებგვერდსა და აპლიკაციაში შეძლებთ.
აღსანიშნავია, რომ „პალიტრა L-ი“ აქტიურად თარგმნის აგატა კრისტის შემოქმედებას და პერიოდულად სთავაზობს მკითხველს.
წიგნი სპეციალურად მოზარდი მკითხველისთვის შექმნილი პროექტის, „ლიბერთინსის“ ფარგლებში გამოიცა. მისი სიუჟეტი მოგვითხრობს პიპის შესახებ, რომელმაც უცნაური მკვლელობა გახსნა და ამით გახდა თავის დაბაში ცნობილი. ასეთი მნიშვნელოვანი საქმის შესრულების შემდეგ კი მას უკვე შეუძლია, თავსაც მიხედოს: სწავლაგააგრძელოს, უნივერსიტეტშიშესასვლელადმოემზადოს, პოდკასტიჩაწეროს. ასეცაქვსგადაწყვეტილი, პირობაცდადო, რომგამოძიებასაღარგაეკარება, მაგრამრაქნას, თუკიმისიმეგობარიდაიკარგა, პოლიციაკიარაფერსაკეთებს. სხვაგზაარარის, პიპიმ - უნდამოძებნოსმეგობარიდამისძებნაშიდაბისმცხოვრებთაარაერთბნელსაიდუმლოებასგადაეყრება. წაიკითხეთჰოლიჯექსონისსაერთაშორისობესტსელერი, ტრილოგიისმეორეწიგნი, დეტექტიურითრილერიმოულოდნელითავგადასავლებითადადასასრულით, რომელიცუკვე 17 ენაზეითარგმნა.
ანი ერნო თანამედროვე ავტორია, რომლის შემოქმედებაც ქალთა პრობლემების გარშემო ტრიალებს. მისი წიგნები ერთი მხრივ, ეფუძნება საკუთარ გამოცდილებას და მეორე მხრივ, წარმოადგენს თანამედროვეობის გამოძახილს.
„ქალი“ „პალიტრა L-მა“ პირველად თარგმნა და გამოსცა ქართულ ენაზე.
გრაამ გრინის „ჩუმჩუმა ამერიკელი“ მე-19 ტომია სერიისა „ომებსა და ადამიანებზე“. პროექტის ფარგლებში „პალიტრა L-ი“ომისთემატიკაზე შექმნილ მთავარ ნაწარმოებებსგამოსცემს.
„ჩუმჩუმა ამერიკელის“ შექმნა გრაამ გრინს ინდოჩინეთში მიღებულმა შთაბეჭდილებებმა შთააგონა - ის იქ 1955-1956 წლებში ჟურნალ The New Republic-ის კორესპონდენტად მუშაობდა. 50-იანი წლების სამხრეთი ვიეტნამი საფრანგეთის, ამერიკისა და ავანტიურისტი გენერლების სათარეშოდ გადაქცეულიყო. ხანში შესული ინგლისელი ჟურნალისტის თომას ფაულერის, მისი მეგობარი გოგონასა და ახალგაზრდა ამერიკელი ოლდენ პაილის სასიყვარულო სამკუთხედის ბედი სწორედ ქვეყანაში განვითარებულმა სამხედრო-პოლიტიკურმა ამბებმა გადაწყვიტა. ფაულერი თითქოს დამკვირვებელია, ის მხოლოდ ფაქტებს აღნუსხავს და ჟურნალში კორესპონდენციებს გზავნის, მაგრამ, ადრე თუ გვიან, მოუწევს რომელიმე მხარეს დადგეს და ის ამერიკის პოლიტიკას უპირისპირდება. საბოლოოდ ფაულერი ახალგაზრდა ამერიკელის - პაილის მკვლელობის ხელშემწყობი გახდება.
არ გამოტოვოთ შემოდგომის მთავარი ლიტერატურული ღონისძიება, ესტუმრეთ „თბილისის წიგნის დღეებს“ და შეავსეთ თქვენი ბიბლიოთეკა ახალი გამოცემებით.
R