ქართველი მილიარდერის ქალიშვილი, ია პატარკაციშვილი ლონდონის სასამართლოში ჩივის. ქალი სარჩელში 36 მილიონ ფუნტზე მეტს ითხოვს იმ ადამიანისგან, ვისგანაც უძრავი ქონება შეიძინა. სარჩელში ნათქვამია, რომ სახლში გადასვლის შემდეგ, მწერებმა მისი და მეუღლის ძვირადღირებული ტანსაცმელი დააზიანეს.
ია პატარკაციშვილმა თავის მეუღლესთან, სტომატოლოგ დოქტორ ევგენ ჰუნიაკთან ერთად 2019 წლის მაისში ნოთინგ ჰილში, დასავლეთ ლონდონში მდებარე სახლი 32.5 მილიონი ფუნტად იყიდა.
უდიდესი სახლში არის აუზი, სპა-ცენტრი, სპორტდარბაზი, ღვინის ოთახი, ბიბლიოთეკა და კინოთეატრი, ასევე "ძილის ოთახი", რომელიც სპეციალურად მშვიდი ძილისთვისაა შექმნილი.
სახლში გადასვლის შემდეგ, რამდენიმე დღეში იამ შენიშნა, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო. სახლის გამყიდველი და ყოფილი მფლობელი, Team GB-ის ყოფილი ნიჩბოსანი უილიამ ვუდვორდ-ფიშერია, რომლის წინააღმდეგ, ლონდონის უმაღლეს სასამართლოში საქმე უკვე განხილვაშია.
დოქტორი ჰუნიაკი და მისი მეუღლე აცხადებენ, რომ ჩრჩილმა მათი ტანსაცმელი დააზიანეს, რამაც 50 000 ფუნტის ზარალი გამოიწვია. წყვილის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ სახლის სრული გაწმენდა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ყველა ჩაშენებული საიზოლაციო მასალას შეცვლიან, რაც შესაძლოა 9.6 მილიონ ფუნტამდე დაჯდეს. განაგრძეთ კითხვა