ტვინის ვარჯიში ყველა ასაკში საჭირო და სასარგებლოა. როგორ ვავარჯიშოთ ტვინი - ამის თაობაზე ექსპერტები არაერთ რეკომენდაციას გვთავაზობენ. ამჯერად ერთ-ერთ მათგანზე შევჩერდებით. როგორ ვავარჯიშოთ ტვინი და მივაჩვიოთ სწავლას?
სპეციალისტების თქმით, პასუხი მარტივია, თუმცა შესასრულებლად არც ისე იოლი. აღმოჩნდა, რომ ტვინის ვარჯიშს შედარებით რთული და ღრმა შინაარსის მატარებელი წიგნები უწყობს ხელს.
ტვინი - ეს არის მოწყობილობა, რომელიც მთელი ცხოვრება რაღაცას განუწყვეტლივ სწავლობს. სწავლებაში სკოლა და სასწავლებლებში სიარული არ იგულისხმება, ჩვენი გონება ყოველდღიური ცხოვრებისეული დეტალებიდან სწავლობს რაღაცას.
სამწუხაროდ, ტვინიდან ვერაფერს წავშლით. რაც ერთხელ მოხვდება ჩვენს გონებაში, ის იქ სამუდამოდ რჩება. ჩვენ რომ არ გვახსოვს ყველაფერი და ვივიწყებთ, არ ნიშნავს იმას, რომ ტვინსაც არ ახსოვს და ისიც ივიწყებს. ტვინი ყველაფერს სამუდამოდ ინახავს, ამიტომ ნუ მიიღებთ ცუდ და არაფრისმომცემ ინფორმაციას, ნუ იქნებით ურთიერთობაში ცუდ ადამიანებთან, ნუ მოუსმენთ უგემოვნო და უნიჭი მუსიკას და ნუ წაიკითხავთ უაზრო წიგნებს - ასეთია ნეირომეცნიერების შეხედულება ჩვენს გონებაზე.
ტვინის გასავარჯიშებელ აქტივობებს შორის ყველაზე ხშირად კითხვას, უცხო ენის შესაწავლას და რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენზე დაკვრის სწავლას ასახელებენ.
თუ ბავშვობაში მუსიკაზე დადიოდოთ და თქვენგან დიდი მუსიკოსი ვერ დადგა, ნუ იფიქრებთ, რომ ამ წლებმა ფუჭად ჩაიარა. სწორედ ამ წლებმა თქვენს ტვინში ნეირონული სისტემა ისე დახვეწა და გააჯანსაღა, თქვენი გონება უკვე სხვა ხარისხისაა.
თუ მშობლიურის გარდა, ერთ უცხო ენას მაინც ფლობთ, უკვე ნიშნავს, რომ თქვენი ტვინი საშუალოზე უკეთ მუშაობს. შეიძლება ძველბერძნულად საერთოდ ვერავის ელაპარაკოთ, მაგრამ როცა მას სწავლობთ, თქვენს ტვინში ისეთი პროცესები მიმდინარეობს, რომლებიც მომავლისთვის საუკეთესო ინვესტიციად ჩაითვლება.
როცა ბავშვებს ვასწავლით, ჩვენ მათ გონებრივ სიჯანსაღეს და მომავალს ვაძლიერებთ, მათ ტვინს, აზროვნებას ვუყრით მყარ საფუძველს. ამიტომ პროტესტი - ამას რატომ ვსწავლობ, რაში გამომადგება - ყოველთვის მართებული არ არის.
ტვინის სავარჯიშოდ ასევე რეკომენდებულია: