"ხელფასი 500 ლარი მაქვს თეატრში, ამიტომ მეორე სამსახურს ვეძებ... სოფელში მიწას ვყიდი, მინდა თბილისში სახლი ვიყიდო" - როგორია თედო ბექაურის ცხოვრება მეორე შვილის შეძენის შემდეგ - მშობლები

"ხელფასი 500 ლარი მაქვს, მეორე სამსახურს ვეძებ... მოგებულ ბინას ბაკურიანში ვაქირავებთ და სოფელში მიწას ვყიდი, რომ თბილისში სახლი ვიყიდო..." - თედო ბექაურის ახალი გამოწვევები მეორე შვილის შეძენის შემდეგ

2024-11-15 10:14:00+04:00

ახლახან, მსახიობის - თედო ბექაურის ოჯახი კიდევ 1 წევრით გაიზარდა. პატარა დანიელი ჯერ მხოლოდ 3 კვირისაა. როგორც თედომ გვითხრა, უფროსმა შვილმა - დემეტრემ მამობა ასწავლა. შესაბამისად, მეორე შვილის დაბადებას უფრო ძლიერი ემოციით შეხვდა...

- როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მეორე შვილის შეძენის შემდეგ?

- ისევ ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმი მაქვს. უბრალოდ, უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია. მეორე შვილმა მეტი სიხარული და ბედნიერება შემოიტანა ჩვენს ცხოვრებაში. თან, ახლა მე მყავს დატოვებული (იღიმის)... რა თქმა უნდა, პირველი და მეორე შვილის სიხარულის განცდაში განსხვავება არის, მაგრამ შვილი შვილია - ორივე ერთნაირად ძლიერად მიყვარს. პირველი შვილის შეძენის მოლოდინისას, ჯერ არ ვიცოდი, მამობა რა იყო. უფროსმა შვილმა მამობა მასწავლა. უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავი მაპოვნინა და მშობლების ამაგი უფრო მეტად დავაფასე.

- თქვენი ოჯახის ახალ წევრზე მოგვიყევით - როგორი ბავშვია?

- დანიელი ძალიან საყვარელი ბიჭია. რაც მთავარია, ტირილი არ უყვარს. რა თქმა უნდა, თუ მოშივდება, ტირის (იღიმის)...

- დანიელის ასაკში უფროსი შვილი როგორი იყო?

- საერთოდ, ერთმანეთს ძალიან ჰგვანან - გარეგნობითაც, ხასიათითაც... ჯერჯერობით, ასეა. ვნახოთ, მომავალში როგორ იქნება. განაგრძეთ კითხვა