2024 წლის 16 ნოემბერს სავსე მთვარეა და როგორც ასტროლოგები ამბობენ, დედამიწის თანამგზავრის ენერგია განსაკუთრებით ძლიერი იქნება. 16 ნოემბრის სავსე მთვარეს სუპერმთვარესაც უწოდებენ და ადამიანებს შეუძლიათ, კაშკაშა და დიდ ციურ სხეულს დააკვირდნენ. მთვარე მარგალიტისფერი გახდება და დედამიწას მიახლოვდება ისე, რომ თანამგზავრი ჩვეულებრივზე 14%-ით დიდი იქნება.
მსგავსი სუპერმთვარე წელიწადში მხოლოდ 3-4-ჯერ ჩნდება და ეს 2024 წლის ბოლო სუპერმთვარეა. რაც შეეხება "თახვს" - ეს სახელი ინდიელების წყალობით მიიღო. ინდიელების ტომების წარმომადგენლებს ბუნებასთან განსაკუთრებით მჭიდრო კავშირი ჰქონდათ. ითვლება, რომ თახვები სწორედ ნოემბერში ქმნიან საკუთარ ბუდეს, ინახავენ საკვებს და ზამთრისთვის ემზადებიან. ამიტომ, ნოემბრის სავსე მთვარეს ამ ცხოველის სახელი უწოდეს.
სავსე მთვარე მზისა და პლანეტა ურანის დაპირისპირების ნიშნის ქვეშ ხდება. აღნიშნულ პლანეტას ნერვიულობა და არაპროგნოზირებადობა მოაქვს. ამიტომაც, უახლოეს პერიოდში ბევრი ადამიანი ემოციებისა და შფოთვის მომატებას იგრძნობს. გაუჭირდებათ კომუნიკაცია და კონფლიქტების რისკიც გაიზრდება. ასევე, როგორც ასტროლოგები ამბობენ, გზებზე ავარიებისა და საგანგებო სიტუაციების რაოდენობა, გაუთვალისწინებელი სიტუაციებიც გაიზრდება. ამიტომ, ჯობს, ხალხმრავალს ადგილებსა და შორ მანძილზე გადაადგილებას მოერიდოთ.
დაელოდეთ საკუთარ თავს, რომ დამშვიდდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომატებული ემოციური ფონის გამო შესაძლოა, თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს სრულიად უსაფუძვლოდ აწყენინოთ. არ ჩაერთოთ კონფლიქტებში და მოერიდეთ კამათის წამოწყებასაც.
ასევე, შეეცადეთ, 15-16 ნოემბერს მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები და მსხვილი ფინანსური ტრანზაქციები არ დაგეგმოთ. შესაძლოა, ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც თქვენ გსურთ.
ეს დრო მედიტაციისათვის, განტვირთვისა და საკუთარი ემოციების გაგებისათვის იდეალურია. მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას, დაკავდით თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობით და შეეცადეთ, დრო მშვიდად გაატაროთ.
არსებობს მოსაზრება, რომ თუკი სავსე მთვარის დროს სურვილს ჩავიფიქრებთ, ის სურვილი აუცილებლად აგვისრულდება. თუმცა, ფრთხილად იყავით - სურვილი აუცილებლად კარგად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, თავადაც კარგ ხასიათზე უნდა იყოთ. აღნიშნული სურვილი თქვენ უნდა გიკავშირდებოდეთ. სხვა ადამიანების მიმართ ბოროტი აზრები ან ფრაზები არ გამოხატოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, სხვების მიმართ გაჟღერებულმა ნეგატიურმა აზრებმა თავად დაგაზიანოთ.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღის ენერგია განსაკუთრებით ძლიერია. ამიტომაც, ახალი საქმის, ურთიერთობების წამოწყებისაგან თავი მაქსიმალურად შეიკავეთ. ჯობს, აღნიშნული დრო სამომავლო გეგმების ჩამოყალიბებას დაუთმოთ.
არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. მომატებული ემოციური ფონის გამო, შესაძლოა, მოვლენების ობიექტურად შეფასება გაგიჭირდეთ და მომდევნო დღეებში შედეგით განსაკუთრებით უკმაყოფილო დარჩეთ.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნულ დღეს შესაძლოა, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა გართულდეს. იმ ადამიანებს, ვისაც ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, მდგომარეობა კიდევ მეტად დაუმძიმდეთ. ცხოველები კი უფრო აგრესიულები გახდნენ. ამიტომ, იზრუნეთ საკუთარ თავზე. შეეცადეთ, ეს დღე მშვიდად გაატაროთ და გააკეთოთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ.