28 წლის შორენა ონიანი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ქუთაისის მეორე სამშობიაროში ნაადრევად ტყუპი შეეძინა, გარდაიცვალა. მისი მდგომარეობა მშობიარობიდან რამდენიმე საათში გართულდა და ჯერ თბილისში, შემდეგ კი ტრაპიზონის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.
გარდაცვლილის მეუღლე გიგა ცხელიშვილი სამშობიაროს ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს:
"ჩვენი ამბავი აქედან დაიწყო და ჩვენ ყველაზე ბედნიერები ვიყავით, ერთმანეთით ვტკბებოდით და გვიხაროდა ცხოვრება. ჩვენი ტყუპების ამბით ხომ ღრუბლებში დავფრინავდით. ყოველი წინ წასული დღე უფრო გვიტკბობდა ამ სიყვარულს, რომ ჩვენი პატარები უნდა დაბადებულიყვნენ... მაგრამ გამოჩდებიან ხოლმე ბოროტი ზღაპრის დედაბრები, რომლებიც ამ ბედნიერებას ხელს უშლიან და თავის უყურადღებობის და დაუდევრობის გამო მთელი ჩემი ცხოვრება თავზე დამამხეს.
ჩემი ნება რომ იყოს, მის მაგივრად ყოველ წამს დაუფიქრებლად დავდგებოდი, რადგან ჩვენ პატარებს ის უფრო სჭირდება... ილოცეთ მისთვის, ილოცეთ მისი პატარებისთვის... შორემ ორი ანგელოზი გვაჩუქა - დაჩი და დანიელი, რომლებიც მაძლევენ იმის ძალას, რომ მეც ჩემ სიყვარულთან ერთად არ ვიყო მის მდგომარეობაში. ახლა სრულიად მარტო და უსუსურები ვართ ამხელა ქალაქში, მის ძმასთან ერთად...
უფალო მოახდინე სასწაული".