მას სხეულის 80% დაეწვა და სახე და ხელები გადაუნერგეს. არც ერთხელ არ დანებდა და დღეს საყვარელ ქალზე ქორწინდება - მშობლები

მას სხეულის 80% დაეწვა და სახე და ხელები გადაუნერგეს. არც ერთხელ არ დანებდა და დღეს საყვარელ ქალზე ქორწინდება

2024-11-19 08:34:55+04:00

ჯო დიმეოს ამბავმა წლების წინ მსოფლიო შეძრა. ის პირველი ადამიანია მსოფლიოში, რომელმაც წარმატებით გადაიტანა სახისა და ორივე ხელის გადანერგვის ოპერაცია. რამდენიმე საათის წინ მან კიდევ ერთხელ აალაპარაკა საზოგადოება, როცა დაადასტურა, რომ საყვარელ ქალზე დაინიშნა.

ექვსი წლის წინ 19 წლის ჯოს ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა. ღამის მორიგეობის შემდეგ დაღლილს მანქანის საჭესთან ჩაეძინა, მანქანა ბორდიურს შეასკდა და ცეცხლი მოედო. დიმეო გამვლელებმა გადაარჩინეს, თუმცა მესამე ხარისხის დამწვრობა ჰქონდა.

5ed3c2c5-8364-4ad7-a4c4-a4949d32e1e3-1731991602.jpg

3d0e8e12-432e-4181-b9ca-f4422d213378-1731991601.jpg

ოთხი წლის წინ ჩაუტარეს უნიკალური ოპერაცია, რომელიც 23 საათს გრძელდებოდა. მას გადაუნერგეს ხელები, ახალი სახე - შუბლის, ყურების, ცხვირის, ტუჩების ჩათვლით. დონორის პოვნას 10 თვე დასჭირდა. საბოლოოდ ის გამოჩნდა - ინსულტით გარდაცვლილი 48 წლის მამაკაცი.

e86eea7d-a20e-440f-8186-d646111686f5-1731991677.jpg

etuprnvwqaiqqok-1731991602.jpg

20-ზე მეტი ოპერაციის გაკეთება მოუწია და ექიმების ძალისხმევის და მონდომების გარდა, მნიშვნელოვანი იყო თავად ჯოს შეუპოვრობა. მისი ცხოვრების მიზანი გახდა, მიეღო საკუთარი თავი და მდგომარეობა და დაეწყო ხელახლა. ის ერთ-ერთია იმ მცირე ადამიანებს შორის, რომლების სახის გადანერგვის ოპერაციაც წარმატებულად მიიჩნევა, ორგანიზმმაც მიიღო ეს გარდაქმნები და თავად ჯომაც, მორალურად და ფსიქოლოგიურად. როგორც თავად ამბობს, ამაში საყვარელი ძაღლები დაეხმარნენ და ასევე - 25 წლის ჯესიკა, რომელიც მის ცხოვრებაში ამ ტრაგიკული ამბების შემდეგ გამოჩნდა. მათ სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნეს ერთმანეთი და ჯო ამბობს, რომ ძაღლების სიყვარულმა დააახლოვათ.

9dee60bc7dbaae2cdaea9bd86f59568fdc76fde4-16x9-x1y0w2446h1376-1731991602.jpg

ახლა კი წყვილმა დაქორწინება გადაწყვიტა და ეს სასიხარულო ამბავი დანარჩენ საზოგადოებასაც ამცნეს.

e8252551-6e9b-4473-862a-893c8682b530-1731991602.jpg

ის იყო ქალი, რომელსაც მსოფლიოში პირველს გადაუნერგეს სახე, თუმცა... - საყვარელი ძაღლის მიერ დაგლეჯილი იზაბელ დინუარის ტრაგედია