"გუშინ რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპა თამაზას ძმა..." - ტრაგედია ცნობილი ბლოგერის ოჯახში - მშობლები

"გუშინ რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპა თამაზას ძმა..." - ტრაგედია ცნობილი ბლოგერის ოჯახში

2024-11-21 07:50:41+04:00

ფიტნეს-ინსტრუქტორი მაკა ხიზანიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს თავის მეგობარზე, ცნობილ ბლოგერ თამაზ ლოხიშვილზე. როგორც ირკვევა, მისი ძმა რუსეთ-უკრაინის ომში იბრძოდა და დაიღუპა.

"გუშინ რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპა თამაზას ძმა. მინდა მივუსამძიმრო თამაზას და მის ოჯახს ეს დიდი ტრაგედია. ნათელში ამყოფოს უფალმა მისი სული", - წერს მაკა ხიზანიშვილი.

თავად თამაზი კი წლების წინ გარდაცვლილი და გუშინ გარდაცვლილი ძმების ფოტოებს აქვეყნებს წარწერით:

"ასეთ მწარე სიკვდილს არ იმსახურებდით, ძმებო".

467299676-2662080380659575-3578202776734983403-n-1732161559.jpg

467657751-1092919706170623-2718795919658200665-n-1732161559.jpg

ასევე დაწერა სოციალურ ქსელში ბლოგერის დედამ, თამო ყველაშვილმა:

"ეს რა დღე გამითენეეე, შვილო. მოგიკვდეს დედააა, ვის შეწირე დეეე. მეც შენთან ერთად გარდავიცვალე, დეეე, ეს იცოდე".
407874909-3652231475023072-2296383132546567733-n-1732161777.jpg
თამაზ და ლევან ლოხიშვილები