როდიდან გადაეცემათ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრები და რა იქნება სასაჩუქრე ყუთში - მშობლები

როდიდან გადაეცემათ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრები და რა იქნება სასაჩუქრე ყუთში?

2024-11-22 12:31:39+04:00

თბილისის მერია ყოველწლიურად საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს საახალწლოდ სასაჩუქრე ყუთებს გადასცემს. პატარებისათვის განკუთვნილ სასაჩუქრე ყუთებში სხვადასხვა ტკბილეული და ნუგბარი იქნება.

წელსაც პატარებისთვის შესასყიდი საჩუქრებისთვის თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა, რომელიც უკვე დასრულებულია და ხელშეკრულების გაფორმება მიმდინარეობს.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, სასაჩუქრე შეფუთვაში იქნება:

  • ბისკვიტის ნამცხვარი - 1 ცალი, წონა არანაკლებ 30 გრამი
  • რძიანი შოკოლადის ფილა - 1 ცალი, წონა არანაკლებ 40 გრამი
  • ვაფლის მილაკები - 25 ცალი, წონა არანაკლებ 130 გრამი
  • ორცხობილა რძით - შეფუთვაში 4 ცალი, მასა არანაკლებ 35 გრამი
  • კარამელის კანფეტი ჯოხზე - წონა, არანაკლებ 35 გრამი
  • დრაჟე ფერადი გლაზურით - შეფუთვაში 18 ცალი ფერადი დრაჟე. შეფუთვის წონა არანაკლებ 20 გრამი.
  • რძიანი შოკოლადი ხრაშუნა ვაფლით - წონა არა ნაკლებ 35 გრამი.
  • შოკოლადის ფილების ნაკრები - შეფუთვაში 4 ცალი, საერთო წონა არანაკლებ 50 გრამი.
  • შოკოლადის ბატონი სუფლეთი - წონა არანაკლებ 40 გრამი
  • ვაფლი რბილი კარამელით და რძიანი შოკოლადით - წონა არანაკლებ 35 გრამი.

საჩუქრები საახალწლო თემატიკის მუყაოს ჩანთაში იქნება.

როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს, პატარებს საახალწლო საჩუქრები დეკემბრის ბოლოსკენ, ღონისძიებების დროს გადაეცემათ.

თამარ იაკობაშვილი