"მილანში სწავლამ და ცხოვრებამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე და ჩემს სტილზე... აუცილებელია ძალიან გიყვარდეს და აფასებდე შენს თავს" - ანუკი არეშიძე საკუთარ სტილზე, საყვარელ ადგილებზე და სასურველ პროფესიაზე - მშობლები

"მილანში სწავლამ და ცხოვრებამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე და ჩემს სტილზე... აუცილებელია ძალიან გიყვარდეს და აფასებდე შენს თავს" - ანუკი არეშიძე საკუთარ სტილზე, საყვარელ ადგილებზე და სასურველ პროფესიაზე

2024-11-22 20:47:14+04:00

დიზაინერმა, 4 შვილის დედამ და თბილისის მერის ცოლმა ანუკი არეშიძემ სოციალურ ქსელში გამომწერების შეკითხვებს უპასუხა. მაგალითად, თუ სად ატარებს უმეტესად დროს, საზღვარგარეთ თუ საქართველოში, მან მამასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა - როგორ წველის ძროხას აგარაკზე, სადაც მამამისს დიდი ფერმა აქვს და ბავშვები იქ დიდ დროს ატარებენ.

snapinsta-1732294087.app_467570856_487576790971125_2577594506157723529_n_1080.jpg

საქართველოს კუთხეებს შორის ანუკის ყველაზე მეტად მშობლიური რაჭა უყვარს.

snapinsta-1732294087.app_467596059_936812038334734_5102922015850670643_n_1080.jpg

ხოლო სტილზე შეკითხვას უპასუხა, რომ მასზე და მის სტილზე ყველაზე დიდი გავლენა მილანში სწავლამ და იქ ცხოვრებამ მოახდინა.

snapinsta-1732294087.app_467762975_1792048714877196_3726335239011394566_n_1080.jpg

snapinsta-1732294087.app_462188864_1058736539303792_6046807508324420669_n_1080.jpgsnapinsta-1732294087.app_431481629_413725541136662_5257415266558304314_n_1080.jpgsnapinsta-1732294086.app_431320756_767796618227586_1615449823342061197_n_1080.jpg

რა პროფესიას აირჩევდა დიზაინერობის გარდა - ამ შეკითხვას უპასუხა, რომ ძალიან აინტერესებს ფსიქოლოგია, ფილოსოფია და ყველაფერი, რაც ადამიანის ფიქრებს, მსოფლმხედველობას სამყაროს მიმართ, მის ქმედებებს და სხეულის ენას უკავშირდება.

ასევე ანუკი პასუხობს გოგონას, რომელიც არ არის თავდაჯერებული: "აუცილებელია ძალიან გიყვარდეს და აფასებდე შენს თავს. იდეალურია ყველაფერი, რაც მივიღეთ და შევიყვარეთ".