შვიდი წლის წინ ქობულეთის რაიონის სოფელ წყავროკაში მცხოვრებ გურამ და ნათელა ლაზიშვილებს პატარა გიორგი მაშინ შეეძინათ, როდესაც ნათელა ლაზიშვილი 59 წლის იყო, ხოლო მისი მეუღლე, გურამ ლაზიშვილი - 61 წლის. 33 წლის განმავლობაში ნანატრი შვილის დაბადების სიხარული მთელმა საქართველომ პრესითა და სოციალური მედიით გაიგო. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი ნათელა მსოფლიოში ერთ-ერთი ხანდაზმული დედა იყო, ენერგიით სავსემ ბავშვი დამხმარეს გარეშე გაზარდა...
"33 წელი ველოდი ამ სიხარულს... 61 წლამდე ყოველი წუთი და წამი უაზროდ მიცხოვრია! ცხოვრებას აზრი, სიხალისე, სიყვარული და ყველა სიკეთე მას შემდეგ მიეცა, რაც ღმერთმა გიორგის თავი მაჩუქა! დღეს ყოველი დღე ჩემთვის უბედნიერესია! გიორგის დაბადების შემდეგ დაღამებასაც აზრი აქვს და გათენებასაც! დილით რომ თვალებში დამეტაკება და მაღვიძებს ბა, ბას ძახილით, ამ სიხარულს ქვეყანაზე ვერაფერი შეედრება!" - ამბობდა გურამ ლაზიშვილი გიორგის დაბადებიდან ორი წლის შემდეგ. სამწუხაროდ, გურამ ლაზიშვილი უეცრად გარდაიცვალა.
თუ როგორია დედა-შვილის დღევანდელობა, ამის შესახებ თავად ნათელა ლაზიშვილი გვიამბობს...
- ქალბატონო ნათელა, რით გარდაიცვალა თქვენი მეუღლე?
- ალბათ, გულმა უღალატა. მთელი ცხოვრება ძალიან ჯანმრთელი იყო. ის მანუგეშებს, რომ ძალიან ბედნიერი წავიდა, ჩვენმა შვილმა იმდენად შეცვალა და გააბედნიერა. განაგრძეთ კითხვა