ახალგაზრდა ჩინელი ქალი სახელად ჰოუ რამდენიმე წლის განმავლობაში ამაოდ ცდილობდა დაორსულებას. საბოლოოდ ექიმებმა მას უნაყოფობის დიაგნოზი დაუსვეს. თუმცა გოგონამ ფარ-ხმალი არ დაყარა და ჰორმონალური თერაპია დაიწყო.
ჰოუ რამდენიმე წლია დაქორწინებულია. მან და მისმა მეუღლემ ბავშვის დაგეგმვა მაშინვე დაიწყეს. ორივეს სურდა, რომ დიდი ოჯახი სურდათ, მაგრამ გოგონა ვერ ორსულდებოდა. მრავალი გამოკვლევის შემდეგ ექიმებმა მას ენდომეტრიუმის კისტები და პოლიპები აღმოუჩინეს და უნაყოფობის დიაგნოზი დაუსვეს. ჩინელმა ქალმა ოვულაციის ჰორმონალური სტიმულაცია სცადა და მალევე გაირკვა, რომ ორსულად იყო.
"ძალიან ბედნიერი ვიყავი, ჩემი ოცნება ახდა", - აღიარა ჰოუ.
ჰოუს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ უკვე პირველივე ექოსკოპიური დათვალიერების შემდეგ შოკისმომგვრელი ინფორმაცია მიიღო: ექოსკოპისტმა განაცხადა, რომ გოგონა სამ ტყუპს ელოდა. ერთი თვის შემდეგ ჰოუ მეორე გამოკვლევაზემივიდა, სადაც უკვე დაზუსტებით უთხრეს, რომ სინამდვილეში საშვილოსნოში ცხრა ემბრიონი იყო.
„მე და ჩემი მეუღლე იმას ვდარდობდით, რომ შვილები არ გვეყოლებოდა, ახლა კი ცხრა გვყავს და ისევ ვნერვიულობთ. ვღელავ ჩემი მეუღლის ჯანმრთელობაზე, მაგრამ ჩვენ ექიმების რეკომენდაციებს ვასრულებთ, რათა შევინარჩუნოთ ორსულობა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ჰოუს ქმარმა.
ახლა ჰუ და ჰოუ იმედოვნებენ, რომ ორსულობა გართულებების გარეშე ჩაივლის და მშობიარობა წარმატებული იქნება. ამ დროისთვის გოგონა თავს კარგად გრძნობს, მხოლოდ პერიოდულად უჩივის ტოქსიკოზს და მადის ნაკლებობას. ის, რომ მალე მრავალშვილიანი დედა გახდება , ჩინელ ქალს არ აშინებს: ის ბავშვებზე ოცნებობდა და უხარია, რომ ყველაფერი გამოუვიდა.
ექიმები პროგნოზებისგან თავს იკავებენ, თუმცა 9 ტყუპის დაბადება ერთდროულად მსოფლიო რეკორდად ითვლება. 2023 წლის მარტში მალის მცხოვრებმა ჰალიმა ცისემ, რომელიც იმ დროს ასევე 25 წლის იყო, ცხრა ყუიპი გააჩინა. აღსანიშნავია, რომ მის შემთხვევაში ექიმებმა ექოსკოპიაზე მხოლოდ 7 ემბრიონი ნახეს, ამიტომ ეს მშობიარობისას როგორც მათთვის, ასევე თავად ჰალიმასთვის "სიურპრიზი" იყო. ქალი მშობიარობისთვის მაროკოში გაფრინდა, სადაც ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო საავადმყოფოში მოათავსეს, სახლში კი ქმარი და უფროსი ქალიშვილი ელოდნენ. ქალს საკეისრო კვეთა გაუკეთდა და ყველაფერი კარგად დასრულდა.
ასევე, "ოქტოდედა" ნადია სულემანიც ისტორიაში შევიდა. 2009 წელს მან რვა ტყუპი გააჩინა, ექვსი შვილი კი უკვე ჰყავდა. ნადიამ აღიარა, რომ ახალგაზრდობაში მას უშვილობსი პრობლემები ჰქონდა, ამიტომ ადრე დაიწყო მკურნალობა. სულემანმა ყველა შვილი მარტო გაზარდა და სულ რამდენიმე თვის წინ ბებია გახდა.