ჰოლივუდის ვარსკვლავი გვინეტ პელტროუ ჯიმი ფელონის შოუს სტუმრობდა და ახალ ფილმზე ისაუბრა, რომელშიც ტიმოთი შალამესთან ერთად გამოჩნდა. ახალ პროექტს "მარტი სუპრიმი" ჰქვია და პინგ-პონგის ცნობილი მოთამაშის ბიოგრაფიას ეფუძნება.
თუმცა გვინეტმა იმაზე ისაუბრა, თუ როგორ აღმოჩნდა ინტერნეტსივრცეში პაპარაცულად გადაღებული მისი და ტიმოთის კოცნის სცენა, გადასაღები მოედნიდან, და რა რეაქცია მოჰყვა მერე ამას დედების ჩათებში, რომლებშიც თავად გვინეტიც არის, როგორც ორი შვილის დედა.
გვინეტის თქმით, დედებს აღტაცებული რეაქციები ჰქონდათ, არადა თავად ამბობს, რომ რეალურად სრულიად არარომანტიკული კოცნა იყო. "საშინელება იყო. ცდილობ გადაიღო სცენა, ეს ძალიან ინტიმური მომენტი, მაგრამ გარშემო პაპარაცები არიან... მერე კი ჩათებში ყველა წერდა: "ღერთო!" ყველა აღტაცებული იყო რატომღაც", - აღნიშნა გვინეტმა.
მსახიობი დიდი ხანია არ დათანხმებულა კინოში გადაღებას. ბოლო დროს თავისი ბიზნესით - ლაიფსტაილ კომპანიით იყო დაკავებული. თუმცა ახლა ოჯახის წევრებმა სთხოვეს, თანხმობა განეცხადებინა და 28 წლის ვარსკვლავ ტიმოთი შალამესთან ერთად ეთამაშა.
კოლეგებით გვინეტი მოხიბლულია, ტიმოთიზეც აღნიშნა, რომ ძალიან ნიჭიერი, თავაზიანი და სასიამოვნო ადამიანია.