ძალიან მალე ანჯელინა ჯოლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფილმი გამოვა - მან ლეგენდარული საოპერო მომღერლის მარია კალასის როლი შეასრულა. ფილმის გამოსვლის წინ, ანჯელინა ჯოლიმ Good Morning America-ს ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნა, რომ მას და მის გმირს ერთ დროში რომ ევხოვრათ, დამეგობრდებოდნენ. ჯოლიმ ჟურნალისტთან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ კალასისთვის ცხოვრებაში მთავარი სიმღერა იყო, მისთვის კი დედობაა.
"ეს არის ჩემი ბედნიერება. სხვა რაც გინდათ, წამართვით, არაფერი აქვს მნიშვნელობა“, - თქვა ანჯელინამ და იქვე აღნიშნა, რომ მიუხედავად მისი საჯაროობისა, მისი ექვსი შვილიდან არცერთს არ სურს დედის კვალს გაჰყვეს და მსახიობი გახდეს. მისი თქმით, შვილები ძალიან ჩაკეტილები არიან, მაგრამ განსაკუთრებით შილოს ბედი აწუხებს. მსახიობი იმედოვნებს, რომ როცა გაიზრდება, მისი ქალიშვილი შეიცვლება და უფრო გახსნილი გახდება.
ფანებმაც შაილოს ქცევაში შემაშფოთებელი ნიშნები დაინახეს. როგორც ცნობილია, გოგონას ჰქონდა პერიოდი, როცა ბიჭის სამოსს ამჯობინებდა, ღია ფერის ტანსაცმელი არ ეცვა და მოკლე თმა ჰქონდა. მაგრამ 2021 წელს გააოცა საზოგადოება: გოგონამ წითელ ხალიჩებზე კაბებით გამოჩენა დაიწყო, თმა გაიზარდა და ვიზაჟისტების მომსახურებით სარგებლობასაც შეუდგა. თუმცა, ეს პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა და შაილო ჩვეულ სტილს დაუბრუნდა. თუმცა ცოტა უფრო ქალურად გამოიყურება და სერიოზულად დაკავდა ცეკვით.
ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გამოჩნდა ფოტოები, რომლებმაც გულშემატკივრები სერიოზულად შეაშფოთეს. პაპარაცებმა გოგონა მაშინ გადაიღეს, როცა ის და მისი მეგობარი სადგომზე სადილობდნენ. შაილოს შავი, უფორმო კაპიუშონი და სპორტული შარვალი ეცვა. ფოტოებზე გოგონა შეშფოთებული და პირქუშიც კი იყო. ინტერნეტში, გულშემატკივრები გოგონას გამამხნევებელ სიტყვებს წერენ და ცდილობენ გაარკვიონ რა მოხდა.
ცნობილია, რომ მშობლების დაშორებამ შილოს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მძიმე გავლენა მოახდინა. განქორწინების შემდეგ ყველა ბავშვი ჯოლისთან დარჩა. თუმცა, რაღაც მომენტში გოგონა დედას დაშორდა და გამოაცხადა, რომ ბრედ პიტთან სურდა გადასვლა. რა მოხდა ჯოლისა და შაილოს შორის უცნობია. მაგრამ ცოტა ხნის წინ ყველაფერი ისევ შეიცვალა. ერთხელაც გადაწყვიტა უარი ეთქვა მამის გვარზე და საჩივრების შეტანა დაიწყო როგორც კი 18 წლის გახდა. ამჟამად ჯოლისა და პიტს შორის რთული სასამართლო პროცესია ღვინის ქარხნის მფლობელობის გამო. ალბათ სწორედ სასამართლო პროცესმა და მამის მაშინდელმა საქციელმა აიძულა გოგონა, ასეთი გადაწყვეტილების მიღება.
ახლახან რეპორტიორებმა ჯოლისა და პიტის 16 წლის ტყუპის ვივიენისა და ნოქსის გადაღება მოახერხეს. და-ძმა ლოს ანჯელესის ლოს ფელიზის რაიონში პროდუქტს ყიდულობდნენ.
მოზარდები კომფორტულ ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილი: და-ძმა ერთმანეთს ესაუბრებოდა და პაპარაცებს ყურადღებას არ აქცევდა. სახლში დაბრუნებულები, პაკეტებით დატვირთულები, რაღაცას განიხილავდნენ. ფოტოებზე მათაც ეტყობათ მოწყენილობა, რაც ინტერნეტმომხმარებლებს არ გამოჰპარვიათ.
ვარსკვლავური წყვილის შვილები საჯაროდ იშვიათად ჩნდებიან.თუმცა ცოტა ხნის წინ ანჯელინა ნოქსთან ერთად წითელ ხალიჩაზე გავიდა – ეს სამი წლის განმავლობაში პირველად მოხდა. დედა-შვილი Governors Awards-ის სადილს დაესწრო. მანამდე მსახიობი ნიუ-იორკში ტონის დაჯილდოებაზე ვივიენთან ერთად გამოცხადდა.
ბიოლოგიურის გარდა, ჯოლის და პიტს სამი ნაშვილები შვილიც ჰყავთ - 23 წლის მედოქსი, 20 წლის პაქსი და 19 წლის ზაჰარა. შეგახსენებთ, რომ ბრედ პიტს უჭირს შვილებთან ურთიერთობა. ბევრმა მათგანმა საჯაროდ უარი თქვა მის გვარზე. ცოტა ხნის წინ ინსაიდერებმა განაცხადეს, რომ ბრედ პიტის მშობლებს, 83 წლის უილიამს და 84 წლის ჯეინ პიტებს შვილიშვილებთან ხანგრძლივი განშორება უჭირთ და ძალიან ღელავენ შვილის სკანდალური განქორწინების გამო.