ჩვილისტანიანი გოგონა, რომელმაც 19 წელი სათლში იცხოვრა - უჩვეულო დაავადების ტრაგიკული ტყვე - მშობლები

ჩვილისტანიანი გოგონა, რომელმაც 19 წელი სათლში იცხოვრა - უჩვეულო დაავადების ტრაგიკული ტყვე

2024-11-25 10:49:51+04:00

რახმა ხარუნას ამბავი მსოფლიომ გაიგო. ნიგერიელი გოგონა, რომელიც ნათელ მომავალზე ოცნებობდა და სულ უნდოდა, ერთხელაც საკუთარი მაღაზია გაეხსნა... თუმცა ბედმა მწარე ცხოვრება არგუნა - 19 წელი სათლში გაატარა...

როგორც დედამისი იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში, რახმა ჯანმრთელი დაიბადა, თუმცა როგორც კი 6 თვის გახდა, მოულოდნელად შეწყვიტა ზრდა და სხეული აღარ განუვითარდა. “როცა 6 თვისამ ჯდომა დაიწყო, მაშინ დაიწყო ყველაფერი. ვეღარც გახოხდა. რამდენჯერმე მაღალი სიცხე ჰქონდა, მეტი არაფერი. მერე – მუცლის ტკივილები. სხეულის ნაწილებიც სტკიოდა, ხელები, ფეხები. ის მათ ვერ ამოძრავებს”, - ამბობდა რახმას დედა.

satlshi-1-1732518761.jpg

მას უჩვეულო დაავადება ჰქონდა – არ განუვითარდა კიდურები და გამუდმებით განიცდიდა ტკივილებს. ამ დეფექტის გამო გოგონა წლები პლასტმასის სათლში ცხოვრობდა.

raxma-1-1732518502.jpg

ოჯახი ყველაფერს აკეთებდა, რომ მას სრულფასოვანი ცხოვრება ჰქონოდა – თავისი სათლით დაატარებდნენ ყველგან. ძმაც ეხმარებოდა თანატოლებთან ურთიერთობაში, ასეირნებდა და ხანდახან აბანავებდა კიდეც.

464191246-27268961219416514-9063872834467088575-n-1732518502.jpg

რახმას დაავადების მიზეზი უცნობი დარჩა. ოჯახმა დიდი ძალისხმევა გაიღო დიაგნოზის შესატყობად, მაგრამ 15-წლიანი აქეთ-იქით სიარულისა და უამრავი თანხის გაღების შემდეგ, მაინც ვერაფერი გაიგეს. ექიმებმა ვერც დიაგნოზი დასვეს და ვერც მკურნალობისა მოიფიქრეს ვერაფერი.

3bab696300000578-0-image-a-17-1482863257988-1732518501.jpg

2016 წლის დეკემბერში კი რახმა 19 წლისა გარდაიცვალა.