ერთმანეთი უყვარდათ, დაქორწინებას აპირებდნენ, თუმცა... - Ricchi e Poveri-ს სოლისტების 60-წლიანი მეგობრობა, ტრაგედიები და ახალგაზრდობის საიდუმლო - მშობლები

ერთმანეთი უყვარდათ, დაქორწინებას აპირებდნენ, თუმცა... - Ricchi e Poveri-ს სოლისტების 60-წლიანი მეგობრობა, ტრაგედიები და ახალგაზრდობის საიდუმლო

2024-11-25 21:58:09+04:00

Ricchi e Poveri 1970-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიური პოპ-ჯგუფია, რომელიც დღესაც განაგრძობს არა მხოლოდ არსებობას, არამედ უკვე 80 წელს მიტანებული სოლისტები კვლავ გასტროლებზე დადიან და ისეთივე ენერგიულები ცეცხლს ანთებენ სცენაზე. 1967 წელს დაარსებულ ანსამბლს ალბათ ვერავინ უწინასწარმეტყველებდა ასეთ წარმატებას, 22 მილიონზე მეტ გაყიდულ ფირფიტას, მსოფლიო ჰიტებს, რომლებიც დღესაც ისმის სოციალურ ქსელებში და დაუსრულებელ პოპულარობას.

ჯგუფი 1967 წელს გენუაში დაარსდა, ორი ჯგუფის დაშლის შედეგად, I Jets-ისა და I Preistorici-ს. პირველში ანჯელო სოტჯუ, ფრანკო გატი და მათი მეგობრები იყვნენ. მეორეში - ანჯელა ბრამბატი და მისი მეგობრები. ანჯელა იცნობდა ანჯელოს და ფრანკოს, ხშირად დადიოდა მათ მოსასმენად და როცა ბიჭების ჯგუფი დაიშალა, თავისი ჯგუფი დატოვა, რომ ტრიო შეექმნა ანჯელოსა და ფრანკოსთან ერთად.

4553441-small-1732560292.jpg

22844843746-a3ba946662-b-1732559132.jpg
ანჯელო, ანჯელა და ფრანკო

pol01f9-8987817f1-28-ori-crop-master-noscale-mgzoom-1732559133.jpg

მოგვიანებით ანჯელამ ფრანკოსა და ანჯელოს მარინა ოკიენა გააცნო, რომელიც ასევე კარგად მღეროდა და ტრიო კვარტეტად გადაიქცა. თავიდან ჯგუფს Fama Medium დაარქვეს, მათი სახელების პირველი ასოებიდან წარმოქმნილი სახელი და პლაჟებსა და კლუბებში გამოდიოდნენ. თუმცა მას მერე, რაც მილანში მოუსმინა მათ ცნობილმა პროდიუსერმა ფრანკო კალიფანომ, სახელწოდებაც შეუცვალა და Ricchi e Poveri (მდიდარი და ღარიბი) დაარქვა - ეს იყო ხუმრობა იმაზე, რომ ჯგუფის წევრები სულიერად და ნიჭებით მდიდრები, თუმცა ფინანსურად ღარიბები გახლდნენ. მარინას თმა ქერად შეაღებინეს და ახალი იმ დროისთვის ტიპიური შემადგენლობის მქონე ბენდიც შეიკრა.

81ab4wex3l-1732559132._UF894,1000_QL80_.jpg

შემდეგ დაიწყო ფესტივალები, "სან რემოს" კონკურსზე გამარჯვება, ჰიტები და თავბრუდამხვევი წარმატება, რომელიც ჯგუფს თავს დაატყდა.

ricchi-e-poveri-1980-1732559133.jpg

რამდენიმე ჰიტის გამოსვლის და დიდი პოპულარობის მერე, 1980 წელს ბოლო ალბომი ჩაწერეს, როგორც კვარტეტმა და 1981 წელს სან-რემოს ფესტივალზე მოხდა სკანდალი - მარინა ოკიენამ გამოაცხადა, რომ ჯგუფიდან მიდიოდა და სოლოკარიერას იწყებდა. ამის შემდეგ ჯგუფი გამოდიოდა, როგორც ტრიო 2013 წლამდე. სწორედ ამ წელს ფრანკო გატის მოულოდნელად 23 წლის ვაჟი გარდაეცვალა. 2014 წელს ანჯელოს გაუკეთეს სასწრაფო ოპერაცია, გულის უკმარისობის გამო.

2016 წელს ფრანკომ სულ დატოვა ჯგუფი, რადგან სურდა, მეტი დრო დაეთმო ოჯახისთვის. 2022 წელს კი ის 81 წლის ასაკში გარდაიცვალა, რაც ძალიან მტკივნეული ამბავი იყო მისი კოლეგებისა და ძველი მეგობრებისთვის.

angelo-sotgiu-ricchi-e-poveri-1732559133.jpgangela-brambati-ricchi-e-poveri-1732559133.jpg

2016 წლის შემდეგ დღემდე, ანჯელა და ანჯელო ერთად გამოდიან კონცერტებით.

ricchi-e-poveri-1920x1080-1-1732559133.jpg

საზოგადოება ხშირად ინტერესდებოდა ამ წყვილის პირადი ცხოვრებით და "აწყვილებდნენ" კიდეც. თუმცა არაერთხელ აღიარეს, რომ მართალია, ახალგაზრდობაში უყვარდათ ერთმანეთი (მაშინ ანჯელა სულ რაღაც 16 წლის ყოფილა), წლები დადიოდნენ და დაქორწინებასაც აპირებდნენ, თუმცა შემდეგ გადაიფიქრეს და ეს ურთიერთობა დიდ მეგობრობად გადაექცათ, რომელიც 60 წელზე მეტია გრძელდება.

დღეს ანჯელა 77 წლისაა. 1970-იან წლებში გაჰყვა ცოლად მარჩელო ბროჩერელას და წყვილს 1976 წელს ეყოლა შვილი ლუკა, რომელიც ანჯელას კუთვნილ რესტორანში შეფმზარეულია.

angela-brambati-muzh-sin-1732559132.jpg
ანჯელა ქმარ-შვილთან ერთად

რაც შეეხება მის ახალგაზრდულ ენერგიას, რითაც ხშირად აოცებს მაყურებლებს, ანჯელა ამბობს, რომ ამის მთავარი მიზეზი მისი კარგი ხასიათია, მხიარულება, ვარჯიში, ცეკვა და აქტიური ცხოვრების წესია. მაგალითად, დღემდე გატაცებულია სნოუბორდით.

რაც შეეხება ანჯელო სოტჯუს, ის 78 წლისაა. 1982 წელს დაქორწინდა ნადია კოკონჩელიზე, რომელთანაც ქალ-ვაჟი ჰყავს.

gettyimages-2159673852-612x612-1732559133.jpg
ანჯელო ცოლთან ერთად

aa7e5292-b813-489b-864f-a9e4a3bab119-1732560292.jpg