ვერა ბრეჟნევამ 61 წლის კონსტანტინე მელაძესთან განქორწინებასა და ახალ ურთიერთობაზე ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა.
42 წლის ბრეჟნევამ აღიარა, რომ კონსტანტინე მელაძესთან დაშორების შემდეგ ეჩვენებოდა, რომ პირადი ცხოვრება დასრულდა. ფიქრობდა, რომ აღარასოდეს შეხვდებოდა არავის და რომ 40 წელი ძლიან გვიანი იყო ახალი ურთიერთობის დასაწყებად. "საერთოდ არ ველოდი, რომ ისევ შევიყვარებდი. როცა დავშორდი, მეგონა, ეს დასასრული იყო, 40 წლის ვარ, სხვას ვეღარ შევხვდები, არავის დავჭირდები. ძალიან ბებერი ვარ ურთიერთობისთვის-მეთქი" - აღნიშნა ბრეჟნევამ.
მისივე თქმით, დროთა განმავლობაში მიხვდა, რომ ეს ასე არ იყო. „მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მრავალი წლის შემდეგ განქორწინების წინაშე აღმოჩნდა - მაშინვე არ შეხვიდეთ ახალ ურთიერთობაში, თქვენ გჭირდებათ დრო, რომ გონს მოხვიდეთ, რომელი მხარეც არ უნდა იყოს დაშორების ინიციატორი - ორივე მხარისთვის ეს ყველაფერია, მიხარია, რომ მაქსიმალურად დავეხმარე ჩემს თავს ამ რთულ ეტაპზე, შემიძლია ვთქვა, რომ 40 წლის ასაკში განქორწინება არ არის სიცოცხლის დასასრული. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ და არ ვჩქარობ დაქორწინებას, რადგან უკვე მქონდა ეს გამოცდილება. მინდა, , კარგად გავიცნოთ ერთმანეთი." - ამბობს მომღერალი.
ვერა ბრეჟნევა და კომპოზიტორი კონსტანტინე მელაძე რვა წელი იყვნენ დაოჯახებულნი. ისინი 2015 წელს ფარულად დაქორწინდნენ. მათი რომანი მაშინ დაიწყო, როცა ორივე ჯერ კიდევ ქორწინებაში იმყოფებოდა: მელაძის მეუღლე იყო იანა სუმი იყო, ბრეჟნევასი კი ბიზნესმენი მიხაილ კიპერმანი. მომღერალს ხშირად აკრიტიკებდნენ მელაძესთან ურთიერთობის გამო.
წყვილი 2023 წლის შემოდგომაზე დაშორდა.