სახელები, რომლებიც 2024 წელს ყველაზე მეტ ბავშვს დაარქვეს - გოგოს და ბიჭის 20-20 ყველაზე პოპულარული სახელი - მშობლები

სახელები, რომლებიც 2024 წელს ყველაზე მეტ ბავშვს დაარქვეს - გოგოს და ბიჭის 20 ყველაზე პოპულარული სახელი

2024-11-26 13:34:54+04:00

2024 წელი დასასრულს უახლოვდება. ყოველწლიურად მომავალი მშობლების შვილების სახელებს განსაკუთრებული ყურადღებით არჩევენ. ზოგს ტრადიციული ვარიანტები ურჩევნია, ზოგი კი რაც შეიძლება უცხო და ორიგინალურ სახელს ეძებს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის სახით გამოვითხოვეთ, 2024 წლის განმავლობაში გოგონებისა და ბიჭებისთვის ყველაზე ხშირად დარქმეული სახელების სტატისტიკა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მონაცემი 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, 2024 წლის 18 ნოემბრამდე პერიოდს ასახავს. არსებული მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის განმავლობაში გოგონების სახელების ჩამონათვალში ნიცა პირველ ადგილზეა, თუმცა რეალურად გოგონების უმრავლესობას მარიამი დაარქვეს. იმის გამო, რომ ნაწილს დაბადების მოწმობაში "მარიამ" უწერია, ნაწილს კი "მარიამი", ამ სახელის რაოდენობა ორად გაიყო. სწორედ ამან განაპირობა ნიცას პირველ ადგილზე გამოჩენა. ვაჟების შემთხვევაში კი - გიორგი აღმოჩნდა პირველ ადგილზე. ვრცელი ინფორმაცია ასეთია:

გოგონებს შორის 20 ყველაზე გავრცელებული სახელი, რომლებიც მშობლებმა 2024 წელს შვილებს დაარქვეს (18 ნოემბრამდე არსებული მონაცემები)

  1. ნიცა - 672
  2. მართა- 550
  3. მარიამ - 504
  4. ელენე - 483
  5. მარიამი - 461
  6. თაია - 415
  7. ლილე - 411
  8. ევა - 406
  9. ნია - 383
  10. ნენე - 328
  11. სოფია - 297
  12. კირა - 288
  13. ლიზა - 283
  14. ნიტა - 282
  15. ნუცა - 267
  16. ბარბარე - 263
  17. ანასტასია - 250
  18. ანა - 239
  19. კატო - 229
  20. ანიტა - 208

ვაჟებს შორის 20 ყველაზე გავრცელებული სახელი,რომლებიც მშობლებმა 2024 წელს შვილებს დაარქვეს (18 ნოემბრამდე არსებული მონაცემები)

  • გიორგი - 717
  • ალექსანდრე - 684
  • დემეტრე - 669
  • ნოე - 646
  • თომა - 603
  • ლუკა - 591
  • დაჩი - 577
  • იოანე - 481
  • ვაჩე - 467
  • დანიელ - 459
  • ილია - 435
  • გაბრიელ - 390
  • ნიკოლოზ - 387
  • ანდრია - 385
  • გაბრიელი - 373
  • სანდრო - 355
  • დანიელი - 330
  • ლაზარე - 329
  • დავით - 327
  • მათე - 277

თამარ იაკობაშვილი

ნიცა და გიორგი წლის ყველაზე პოპულარული სახელებია და ყველაზე მეტ ახალშობილს დაარქვეს - ხშირად დარქმეული სახელების ოცეული გოგონებსა და ბიჭებში