არის თუ არა ჰიპერაქტიურობა ნევროლოგიური დარღვევა? - ნევროლოგის პასუხი და ნიშნები, რომლებიც ჩარევას არ საჭიროებენ - მშობლები

არის თუ არა ჰიპერაქტიურობა ნევროლოგიური დარღვევა? - ნევროლოგის პასუხი და ნიშნები, რომლებიც ჩარევას არ საჭიროებენ

2024-11-27 10:47:41+04:00

ძალიან ბევრ ბავშვზე მშობელიც და მასწავლებელი ფიქრობს, რომ ის ჰიპერაქტიურია. მართლაც უამრავი ბავშვია ჩვენს ირგვლივ, რომლებსაც ჭარბი აქტიურობა ახასიათებთ. მაგრამ არის თუ არა ეს ნევროლოგიური დარღვევა? სჭირდება თუ არა ამ დროს ბავშვს დახმარება? ამ შეკითხვას ნევროლოგმა თამარ აბაშიძემ Mshoblebi.ge-თან ერთ-ერთ ინტერვიუში უპასუხა.

- არის თუ არა ბავშვების ჰიპერაქტიურობის მიზეზი ნერვული სისტემის დაზიანება?

- თუ ჰიპერაქტიურობა თანხვედრილია ყურადღების დეფიციტთან, ის ნამდვილად არის ნერვული სისტემის დაზიანებით გამოწვეული. მოდით დავსვათ საკითხი ასე. ბავშვი ათოსანიც და შვიდოსანიც არის ნორმალური ბავშვი. რომელიც ძალიან კარგად სწავლობს, ითვისებს ადვილად და რომელიც ამას ვერ აკეთებს, ორივე ნორმალურია. მაგრამ აქ უნდა დავინახოთ ზღვარი. თუ არის ქვედა ზღვარს უფრო ქვევით და ვერ ისწავლა წერა, ვერ ისწავლა თვლა, ვერ მოახდინა ანგარიში, ამ შემთხვევაში დგას საკითხი, ბუნებრივი განვითარების შეფერხებასთან გავქვს საქმე თუ თანხვედრილი მოტორული განვითარების შეფერხებასთან.

- ყველაზე ხშირად ქართულ რეალობაში ნერვული სისტემის რომელი დაავადებაა მკვეთრად გამოხატული ბავშვებში?

-ჰიპერაქტიურობა და ყურადღების დეფიციტი ყველაზე უფრო ხშირი მიზეზია, რის გამოც მშობლები მიმართავენ ნევროლოგს ან ფსიქოლოგს, დაახლოებით 3-4 წლის ასაკიდან. არსებობს სპეციალურ ტესტები, რომელიც კარგად ახდენს ამის დიფერენცირებას.

იხილეთ ინტერვიუ სრულად

ყურადღების დეფიციტის სინდრომი ADHD რთული დაავადებაა და მოიცავს შემდეგ სიმტომებს:

  1. ყურადღების კონცენტრაციის სირთულე - ბავშვი გაუფანტავია, უჭირს დავალებაზე ფოკუსირება და ოდნავ სტიმულზეც კი მყისიერად რეაგირებს.
  2. გიპერაქტიურობა - მუდმივი მოძრაობა, სიჩქარის შეუკავებლობა, დაუსვენებლობა, ჭარბი აქტიურობა.
  3. იმპულსურობა - სწრაფი რეაქციები, სხვის საუბარში ჩართვა, თამაშის წესების დარღვევა.

ექიმი ფსიქიატრი ან ნევროლოგი სპეციალური დიაგნოსტიკური კრიტერიუმებით დაადგენს ADHD-ის დიაგნოზს. დიაგნოზის დასმა მნიშვნელოვანია სწორი მართვისა და მკურნალობისთვის.

რაც შეეხება ჰიპერაქტიურობას, მისი მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს:

  1. ასაკობრივი თავისებურება - პატარა ბავშვებს ბუნებრივად აქვთ მაღალი აქტიურობა და ენერგია. ეს არ ნიშნავს აუცილებლად დარღვევას.
  2. ტემპერამენტი - ზოგიერთ ბავშვს აქვს უფრო აქტიური და დინამიური ხასიათი.
  3. გარემო პირობები - გადაღლა, სტრესი, არასაკმარისი ძილი, არასწორი კვება შეიძლება იწვევდეს ჭარბ აქტიურობას.