ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე ცოტა ხნის წინ მეორე ქალიშვილის მშობლები გახდნენ, რომელსაც ლილი დაარქვეს - ნოეს დედის სახელი. ლილი უკვე მონათლეს კიდეც და სამოგზაუროდ წაყვანაც გადაწყვიტეს.
ჯანეტმა დედასა და ქალიშვილებთან ერთად ფოტოები დუბაიდან გამოაქვეყნა. დედა აქტიურად არის ჩართული ჯანეტის შვილების აღზრდაში და ძალიან ეხმარება.
ორი კვირით ადრე ჯანეტი მეუღლესთან და უფროს ქალიშვილთან - ანნასთან ერთად ვენას სტუმრობდა. მაშინ წყვილს ლილი არ ახლდა თან.