ლონდონის უაიტფილდის სკოლაში აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს საათობით იზოლირებულ ოთახებში ამწყვდევდნენ და სცემდნენ - დანაშაულის ამსახველი კადრებიbbc-მ მოიპოვა. ჩანაწერების მიხედვით, სკოლის პერსონალი მხოლოდ ერთხელ ჩაერია, როცა ჩაკეტილმა ბიჭმა ფეხსაცმელი რამდენჯერმე ესროლა სათვალთვალო კამერებს.
როგორც ცნობილია, მასწავლებლები ბავშვებს ამ ოთახში საათობით ამწყვდევდნენ, წყლისა და საკვების გარეშე. უაიტფილდი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის სანიმუშო სკოლად ითვლებოდა მანამ, სანამ 2017 წელს ბრიტანეთის განათლების მარეგულირებელმა არ დაადგინა, რომ სკოლა ბავშვების იზოლირებისთვის იყენებდა დახურულ ოთახებს ავეჯის და ფანჯრების გარეშე.
როგორც BBC-მ გაარკვია, გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სკოლაში აღმოაჩინეს USB დისკების ყუთი, რომელშიც 500 საათიანი ვიდეოჩანაწერი იყო ამ ოთახებში მომხდარი მოვლენების შესახებ. მათი არსებობის შესახებ ცნობილი მხოლოდ 2021 წელს გახდა. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო