ბერუკა ივანიშვილის 5 წლის იუბილე - "ყოველთვის ვფიქრობდი, რომ იყო მშობელი, ნიშნავს ასწავლო შენს შვილებს, მაგრამ ახლა ვხვდები, რამდენი რამ ვისწავლე შენგან... შენი მამობა უდიდესი პასუხისმგებლობა და წყალობაა..." - მშობლები

ბერუკა ივანიშვილის 5 წლის იუბილე თეთრი დრაკონის ტორტით - "ყოველთვის ვფიქრობდი, რომ იყო მშობელი, ნიშნავს ასწავლო შენს შვილებს, მაგრამ ახლა ვხვდები, რამდენი რამ ვისწავლე შენგან... შენი მამობა უდიდესი პასუხისმგებლობა და წყალობაა..."

2024-11-30 20:58:52+04:00

საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი ბერა ოჯახთან ერთად შვილის - ბერუკას დაბადების დღეს აღნიშნავს. ბერუკა 5 წლის გახდა და რამდენიმე ტორტით აღნიშნა იუბილე, მათ შორის - თეთრი დრაკონის ფორმის.

"გილოცავ დაბადების დღეს, ბერუკა! ყოველთვის ვფიქრობდი, რომ იყო მშობელი, ნიშნავს ასწავლო შენს შვილებს, მაგრამ ახლა ვხვდები, რამდენი რამ ვისწავლე შენგან. ყველაზე მთავარი, შენ მასწავლე სიყვარულის ჭეშმარიტი მნიშვნელობა. ის, თუ როგორ გიყვარს შენი ოჯახი, მეგობრები, ბუნება და ყოველი ცოცხალი არსება, ჩემი ცნობიერების მიღმაა. შენი მამობა უდიდესი პასუხისმგებლობა და წყალობაა ჩემს ცხოვრებაში", - წერს ბერა ივანიშვილი.

bera1-1733081631.jpg

bera2-1733081631.jpg