"სიტყვები არ მაქვს... გული ამიჩუყდა... თუ რამე ინფორმაციას ფლობთ, გამომიგზავნეთ..." - ია ფარულავას ემოციური სთორი ინსტაგრამიდან - მშობლები

"სიტყვები არ მაქვს... გული ამიჩუყდა... თუ რამე ინფორმაციას ფლობთ, გამომიგზავნეთ..." - ია ფარულავას ემოციური სთორი ინსტაგრამიდან

2024-11-30 22:06:55+04:00

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა აქტიურად არის ჩართული აქციებში, რომლებიც მიმდინარეობს. დღეს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე აქციაშიც ჩაერთო და როგორც თავად ამბობს, თავის პირველ სამსახურში შეიჭრა.

აქციამდე რამდენიმე საათით ადრე კი იამ ინსტაგრამზე სთორები ატვირთა. მისი თქმით, ის ამ დღეებში თავის სოციალურ პლატფორმას არ გამოიყენებს რეკლამებისთვის, არამედ აქტიურად დადებს ინფორმაციას მხოლოდ მიმდინარე მოვლენებზე და გამომწერებს სთხოვა, მიაწოდონ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მიაჩნიათ, რომ საჭიროა გასაჯაროვდეს და მეტმა ადამიანმა ნახოს.

ამ ინფორმაციებს შორის იყო ფოტო აქციიდან, რომელმაც მსახიობი აატირა.

snapinsta-1732990618.app_468612822_908857588044498_7316135748742354055_n_1024.jpg