2024 წლის ბოლო თვე ასტროლოგიური მოვლენებით მდიდარი და მრავალფენიანი იქნება. ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ თვე ახალმთვარეობით იწყება და ახალმთვარეობით სრულდება, ანუ დეკემბერში ორი ახალმთვარეობა გვაქვს - პირველში მშვილდოსანში და 31 დეკემბერს - თხის რქაში.
ტრადიციულად, დეკემბერში ხდება გასული თვეების შედეგების შეჯამება და სამომავლო გეგმების ჩამოწერა. დეკემბერში ყოველი დღე იძლევა შესაძლებლობას გამოავლინოთ თქვენი შინაგანი პოტენციალი, შეხედოთ სამყაროს სხვა კუთხით და მიიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც გავლენას მოახდენს თქვენს მომავალში. კოსმოსი თითქოს გვამზადებს მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის, მოგვიწოდებს გაფართოებისაკენ, ძიებისკენ და გვიბიძგებს ჩვენი საზღვრების ღრმა გაცნობიერებისაკენ.
მთელი დეკემბრის განმავლობაში მარსი დაძაბულ პოზიციაშია პლუტონთან, რაც იწვევს საომარი მოქმედებების ესკალაციას.ამ ასპექტის ენერგიამ შეიძლება ადამიანებს უბიძგოს კონფლიქტებისკენ, ძალაუფლების აგრესიული გამოვლინებისა და კონტროლისკენ.მნიშვნელოვანია გამოავლინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, არ მოახდინოთ რეაგირება პროვოკაციებზე და მიმართოთ თქვენი ენერგია საქმიანობის გაუმჯობესებაზე. ახლა კი უფრო კონკრეტულად თითოეული ასტროლოგიური მოვლენის შესახებ:
თვე იწყება ახალმთვარეობით მშვილდოსანში - პირველ დეკემბერს, 10:21-ზე. ახალმთვარეობისას მზეც და მთვარეც მშვილდოსნის ნიშანში არიან. მათთანაა ფიქსირებული ვარსკვლავი ანტარესიც. ანტარესს შემოაქვს ბედისწერისა მოვლენების ელფერი, გაიძულებთ დასვათ კითხვები თქვენი ქმედებების მიზნებისა და ღირებულების შესახებ.კოსმოსი გვიბიძგებს ტრანსფორმაციისკენ,გვახსენებს, რომ ზრდას არა მარტო ძალა, არამედ სიბრძნეც სჭირდება.
2 დეკემბერს თხის რქაში მყოფი ვენერა ჰარმონიულ ასპექტშია რეტრო ურანთან, რომელიც კუროშია, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ სიურპრიზებისა და შთაგონების ელემენტებს შემოიტანს ურთიერთობებთან, ფინანსებთან და ესთეტიკურის სფეროებში. ორივე პლანეტა მიწის სტიქიაში, რაც მოითხოვს პრაქტიკულობას, სტაბილურობას და რეალისტურ მიდგომას.
4 დეკემბერს მზე სატურნთან დაძაბულ ასპექტს ქმნის. განსაკუთრებითდაკვირვებული იყავით ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობისას. სხვა პლანეტების განლაგება მოითხოვს ტრადიციული საგნების სხვა კუთხით შეხედვას. ეს შეიძლება იყოს არაჩვეულებრივი გადაწყვეტილება ბიზნესში, ურთიერთობების განახლება ან ფართომასშტაბიანი შემოქმედებითი პროექტის შექმნა. შესაძლებელია წარსული ურთიერთობების გადახედვა და ჰარმონიის ახალი გზების ძიება.
6 დეკემბერს რეტრო მერკური მზეს შეუერთდება. ეს ასპექტი ხელს უწყობს მკაფიო აზროვნებას და გრძელვადიან დაგეგმვას.
7 დეკემბერს რეტრო მერკური დაძაბულ ასპექტშია სატურნთან, მზე რეტრო იუპიტერთან დაპირისპირებაშია, ვენერა კი მერწყულში გადადის და ეგრევე უერთდება პლუტონს. უეცარი ცვლილებების, გაუქმებული შეხვედრების ან გადადებული მგზავრობის დღეა. თუმცა, კარგია შემოქმედებითი მიდგომა ძველი პრობლემების გადასაჭრელად. დაფიქრდით, რა არის სტაბილური, რა შეუწყობს ხელს ინოვაციას?ხელსაყრელი დროა ექსპერიმენტებისთვის მოდაში, დიზაინსა და ხელოვნებაში.კარგი იქნება მართვის მეთოდების გადახედვა. შეიძლება ღირდეს ახალ ტექნოლოგიებში ინვესტიციის განხილვა ან ძველი ფინანსური სტრატეგიების მიტოვება.
12 დეკემბერს ვენერასა რეტროგრადული მარსის დაპირისპირება ანგრევს სტაბილურობას და ურთიერთპასუხისმგებლობას ურთიერთობების სფეროში და იწვევს კონფლიქტებს.შეყვარებულები და დაქორწინებულები გაფრთხილდით.