დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბიჭის მამიდა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ბიჭს ტვინის დაზიანება აქვს.
"ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ თვალის ბუდის შეშუპების გამო ვერ შეძლეს დასრულება. ამ ეტაპზე არის რეანიმაციულ განყოფილებაში, ღია ჭრილობით და ინფექციის დიდი რისკით. აქვს ტვინის დაზიანება. კაფსულა მოხვდა შუბლზე და დამსხვრეული აქვს ძვალი. დილამდე დააძინეს. დინამიკაში ნახავენ შეძლებენ თუ არა ოპერაციის გაგრძელებას. იმედია ღმერთი არ გაგვწირავს“,- აცხადებს დაშავებულის მამიდა, ეკა თირქია.