"ფილტვის კიბო ყველაზე გავრცელებულია სიმსივნეებს შორის..." - როგორია მისი ცნობილი და ნაკლებად ცნობილი სიმპტომები და რისკფაქტორები? - მშობლები

"ფილტვის კიბო ყველაზე გავრცელებულია სიმსივნეებს შორის..." - როგორია მისი ცნობილი და ნაკლებად ცნობილი სიმპტომები და რისკფაქტორები?

2024-12-04 12:49:29+04:00

რუსთავი2-ზე პროექტ "ნამდვილი ექიმების" მორიგი გადაცემა ფილტვის კიბოს მიეძღვნა, რომელიც, ყველაზე გავრცელებულია სიმსივნეებს შორის.

- ფილტვის კიბო ყველაზე გავრცელებულია სიმსივნეებს შორის მსოფლიოში. და გავრცელებულია ყველაზე მეტად იმ რეგიონებში, სადაც სტატისტიკურად თამბაქოს ყველაზე მეტი მომხმარებელია. ასეთი რეგიონია საქართველოც. სიგარეტის მოწევა ერთ-ერთი მთავარია იმ რისკფაქტორებს შორის, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნე. ვიზუალურადაც არაერთხელ გვაქვს ნანახი მწეველის და არამწეველის ფილტვს შორის სხვაობა...

02fbfa10-0d5a-45c1-a660-fb93ec5108ae-1733302557.jpg

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მითია, თითქოს ფილტვის კიბო მხოლოდ მწეველებს ემართებათ. სიგარეტის მოხმარება არ არის ერთადერთი რისკფაქტორი. სტატისტიკური მონაცემებით, ფილტვის კიბო 80%-ით უვითარდებათ მწეველ ადამიანებს. დანარჩენი 20% ნაწილდება იმ ადამიანებზე, რომლებიც არ არიან თამბაქოს მომხმარებლები.

რისკფაქტორებს შორის არის ასევე:

  • პასიური მწეველობა,
  • რადიაცია,
  • სხივური თერაპია,
  • რადონის აირის ზემოქმედება,
  • აზბესტი და სხვა კანცეროგენები,
  • ინდუსტრიული წვის პროდუქტები,
  • გენეტიკა.

857e6024-fab6-46af-9f9b-21c07252cc8a-1733302558.jpg

საწყის სტადიაზე ფილტვის კიბო სავსებით უსიმპტომოდ მიმდინარეობს. შემდეგ სტადიაზე კი ვლინდება შემდეგი, კარგად გავრცელებული და ნაკლებად გავრცელებული სიმპტომები:

ხველა, რომელიც არ არის დაკავირებული გაციებასთან და მძიმდება დროთა განმავლობაში;

  • ტკივილი გულ-მკერდის არეში;
  • სისხლის არსებობა ნახველში;
  • ჩახლეჩილი ხმა;
  • სტვენის ხმა ფილტვებში;
  • დაქვეითებული მადა.

image-1733302530.png

ნაკლებად გავრცელებული სიმპტომებია:

  • ხრიალი;
  • ტკივილი ყლაპვის დროს;
  • ხელის თითებზე ცვლილებები, მეტად მოხრილი ფალანგები;
  • ოფლიანობა სახეზე და კისრის მიდამოებში;
  • მუდმივი ტკივილი გულ-მკერდის და მხრის არეში.

320a5acc-d0c2-4976-bbf5-4bc23c767235-1733302558.jpg