"შალვა რამიშვილს თავის გადაცემაში უხსენებია ჩემი შვილები... ისევ საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს და ფარისევლურად იყენებს შვილებს" - რას წერს შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლე - მშობლები

"შალვა რამიშვილს თავის გადაცემაში უხსენებია ჩემი შვილები... ისევ საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს და ფარისევლურად იყენებს შვილებს" - რას წერს შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლე

2024-12-06 20:01:49+04:00

შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლე, რომელსაც შალვა რამიშვილთან ქორწინებისას სამი ვაჟი შეეძინა, სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და მიმდინარე მოვლენების შესახებ საკუთარ მოსაზრებებს ხშირად წერს. თეა მისი შვილების გვერდითაა, რომლებიც ყოველდღე აქციებზე დგანან და ერთ-ერთმა ვაჟმა ღია წერილითაც მიმართა მამას, რაზეც ასევე საჯარო პასუხი მიიღო.

როცა მამას კლავ, მხოლოდ ამით არ უნდა შეხვიდე ისტორიაში... - შალვა რამიშვილის პასუხი შვილის წერილზე

სწორედ ამ წერილს აქვეყნებს თეა აბაშმაძე შემდეგი ტექსტით:

"შალვა რამიშვილს თავის გადაცემაში უხსენებია ჩემი შვილები, რომლებიც ყოველ დღე აქციებზე დგანან ხალხთან ერთად.

ის კი, ისევ საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს და ფარისევლურად იყენებს შვილებს.

თან, სხვა მისნაირებს აგულიანებს, უნდა გავუძლოთ შვილების ამბოხსო, იმ შვილების, რომელთაც მომავალს ვუსპობთო.

ეს ჩემი შვილის საპასუხო წერილია, მის აღვირახსნილ უტიფრობაზე".

a8d729afa47b4f66dff5144d5ed100f7-1733501625.jpg
წყვილის ქორწინების პერიოდში გადაღებული ფოტო