თხელი ბლინები ალეკო ჯავაშვილის რეცეპტით: "ამ ცომით ნებისმიერ ტაფაზე გამოგივათ" - მშობლები

თხელი ბლინები ალეკო ჯავაშვილის რეცეპტით: "ამ ცომით ნებისმიერ ტაფაზე გამოგივათ"

2024-12-06 23:00:22+04:00

ცნობილი მზარეული ალეკო ჯავაშვილი გამომწერებს თხელი ბლინების რეცეპტს უზიარებს. მისი თქმით, ამ ცომით ბლინები ნებისმიერ ტაფაზე გამოვა.

"ერთ მითს დავანგრევ, თითქოს ბლინებისთვის მხოლოდ სპეციალური ბლინის ტაფაა საჭირო - ესაა მითი, ნებისმიერ ტაფაში გამოდის. მთავარია, ცომის მასა კარგად იყოს გაკეთებული.

პირველ დასხმამდე ტაფაზე ზეთის წასმაა საჭირო." - ამბობს მზარეული.

დაგჭირდებათ:

  • 2 კვერცხი
  • 40 გრამი ზეთი
  • მწიკვი მარილი და შაქარი
  • ავთვიფოთ ხელის სათქვეფით და დავამატოთ 500-600 მლ წყალი.
  • დავამატოთ 10 სავსე სუფრის კოვზი ფქვილი. ისევ ხელის სათქვეფით ავთქვიფოთ. შემდეგ საწურზე გავატაროთ, რომ გაუხსნელი ფქვილის ნაწილაკები არ შეჰყვეს.
  • ამის შემდეგ ერთი საათით მაცივარში დავასვენოთ.

შიგთავსი:

დავაბლენდეროთ 50 გრამი ტარხუნა და 50 გრამი არაჟანი. ეს მასა ავურიოთ დაფხვნილ ყველში, დავამატოთ 2-3 სუფრის კოვზი არაჟანი და მოვურიოთ.

ვასხამთ ტაფაზე, ზედმეტ მასას უკანვე ჩამოვწურავთ და ვაცხობთ მხოლოდ ერთ მხარეს.

ბლინის იმ მხარეს, რომელიც ტაფაზე გამოცხვა, ვდებთ შითავსს და ვახვევთ.