"ჩემი უმცროსი, მესამე შვილი მახლავს და ამის მამას მივმართავ... ჩემი სიმწრით გაზრდილი შვილები ახლა რისკის ქვეშ არიან..." - შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლის მიმართვა - მშობლები

"ჩემი უმცროსი, მესამე შვილი მახლავს და ამის მამას მივმართავ... ჩემი სიმწრით გაზრდილი შვილები ახლა რისკის ქვეშ არიან..." - შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლის მიმართვა

2024-12-08 12:32:39+04:00

შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლე თეა აბაშმაძე ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრობს:

"ჩვენ ყველანი რისკის ქვეშ ვართ, სიკვდილის რისკის ქვეშ ვართ... ჩემი უმცროსი, მესამე შვილი მახლავს და ამის მამას მივმართავ... ჩემი სხვა შვილებიც აქ არიან... აქ რომ ტიტუშკები დარბიან იარაღებით და უნდათ, მერე ჩვენ დაგვაბრალონ, მშვიდობიან მოსახლეობას. მივმართავ შალვა რამიშვილს... ჩემი სიმწრით გაზრდილი შვილები, გაჭირვებაში გაზრდილი შვილები ახლა არიან რისკის ქვეშ. მათთვის აუტანელი იყო ყველაფერი, რაც ჩვენ თავს გადაგვხდა ამ ადამიანის გამო..."

შალვა რამიშვილს თავის გადაცემაში უხსენებია ჩემი შვილები... ისევ საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს და ფარისევლურად იყენებს შვილებს - რას წერს შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლე