ცნობილი რეპერი და ბიონსეს ქმარი 13 წლის გოგონას გაუპატიურებაში ამხილეს - სკანდალი გავლენიან და უმდიდრეს ოჯახში - მშობლები

ჯეი ზი 13 წლის გოგონას გაუპატიურებაში ამხილეს - სკანდალი გავლენიან და უმდიდრეს ოჯახში

2024-12-09 11:05:24+04:00

მეგავარსკვლავის ბიონსეს ქმარს, 55 წლის რეპერს ჯეი-ზის 13 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავებიან, თავის ძველ მეგობარ პი დიდისთან ერთად, რომელიც პატიმრობაშია და რომლის სკანდალურ წარსულზე მსოფლიო საუბრობს. პი დიდისთან დაახლოებული ბევრი ცნობილი ადამიანი გაეხვა სკანდალში მას მერე, რაც პი დიდის საქმეები გამჟღავნდა და მსოფლიო საზოგადოებამ შეიტყო მისი გარყვნილი წვეულებების შესახებ, რომლებზეც არასრულწლოვნებზე ძალადობდნენ. მორიგი საქმის თანახმად, სასამართლოში დევს საბუთები გოგონასი, რომელიც 2000 წელს Video Music Awards-ის ცერემონიის შემდეგ პი დიდიმ და ჯეი ზიმ გააუპატიურეს და მაშინ ის 13 წლის იყო. როგორ აღმოჩნდა გოგონა წვეულებაზე, უცნობია. გოგონას დაცვის მხარე ამბობს, რომ მას სასმელში რაღაც ჩაუყარეს, გააბრუეს და შემდეგ გააუპატიურეს. გოგონა ამბობს, თითქოს ამ ყველაფერს წვეულების სტუმარი ქალბატონიც ესწრებოდა და თვალს ადევნებდა. მოგვიანებით მან თავს გაქცევით უშველა.

2094319-1733728694.jpg

თავად ჯეი ზიმ უკვე გააკეთა კომენტარი ამ ბრალდებაზე და ამბობს, რომ ეს შანტაჟია. ის ადვოკატს და უცნობ გოგონას თაღლითობაში ადანაშაულებს.

ბოლო დროს პი დიდისთან დაკავშირებით არაერთხელ გაიჟღერა ჯეი ზისა და ბიონსეს სახელებმა, ასევე - ჯეი ლოსი, რომლებიც მასთან მეგობრობდნენ და მის წვეულებებს ხშირად ესწრებოდნენ. იმასაც კი ამბობენ, რომ ბიონსეს კონკურენტი რეპ-ვარსკვლავი ალია, რომელთანაც ჯეი ზის რომანი ჰქონდა, პი დიდიმ ბიონსეს დავალებით მოაცილა გზიდან.

თავისი შვილების დედას მოკვლით ემუქრებოდა და ცოტა ხანში, ქალი იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალა... კიდევ ერთ საყვარელ ქალს უმოწყალოდ სცემდა და აშანტაჟებდა - პი დიდის რჩეული ქალების ხმა დღეს ყველას ესმის
გამოჩნდა ვიდეო პი დიდის ერთ-ერთი სკანდალური თეთრი წვეულებიდან - ვიდეოზე საკმაოდ ცნობილი და გავლენიანი ადამიანები ჩანან
მსხვერპლთა შორის 9 წლის ბიჭიცაა.... - უკვე 120-ზე მეტმა ადამიანმა უჩივლა პი დიდის. ისინი 30 წელი შიშის გამო დუმდნენ....