ინფლუენსერი ლიზი ქონიაძე, რომელსაც ბევრი "პრაიმ ჰაუსიდან" იცნობს, დედა გახდა. ის და მისი მეუღლე გიორგი ბუაძე ვაჟის მშობლები გახდნენ. მან ფოტოები ჩაჩავას სამშობიაროდან გამოაქვეყნა და გამომწერებს აცნობა, რომ პატარა ლუკა დაიბადა.
ლიზის და გიორგის მეგობრების წრეში ჰქონდათ ქორწილი და ქორწილშივე მოაწყო წყვილმა სქესის გაგების ცერემონია. ასე გაიგეს, რომ ვაჟს ელოდებოდნენ.ქორწილის შემდეგ ცოლ-ქმარი საფრანგეთში გაემგზავრა თაფლობისთვის გასატარებლად.ნიცა, მონტეკარლო, კანი მოიარეს და ლიზიც აქტიურად უზიარებდა გამომწერებს ფოტოებს მოგზაურობიდან.
მშობიარობამდე ლიზი ძალიან აქტიური იყო და საორსულე ლუქებითაც არაერთი ფოტოსესია ჰქონდა.