დღეს საღამოს მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
თვითმხილველები ჰყვებიან, რომ უცნობმა პირმა მამაკაცს ხელი ჰკრა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ლიანდაგებში ჩავარდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მგზავრი 40 წლამდე ასაკის მამაკაცია. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, უცნობმა პირი, რომელმაც მგზავრს ხელი ჰკრა, შემდეგ იცინოდა. განაგრძეთ კითხვა