მოდელი და პრაიმჰაუსის მონაწილე ბეა გაზდელიანი აქციიდან გავრცელებული კადრების შემდეგ მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე და ბულინგზე სოციალურ ქსელში წერს:
"დავიღალე! აღარ შემიძლია, ისეთი კიბერბულინგის ქვეშ ვარ, რომ საერთოდ აღარ მინდა არაფერი. იმაზე მეტს ვერაფერს დაწერთ, რაც ჩემმა ახლობლებმა მითხრეს, არავის არ გავუმართლებივარ!
არც ნარკომანი ვარ და არც დაბოლილი ვიყავი! ნარკო ტესტიც ჩავაბარე და მაგიტომ გამომიშვეს დილითვე განყოფილებიდან.
ვაღიარებ იმას, რომ ვიყავი ნასვამი, ვიყავი აფექტში და ვიყავი პანიკაში, ჩემი მეგობარი, რომელიც არაფერს აშავებდა და უბრალოდ იდგა, დააკავეს და გაათრიეს ჩემს თვალწინ! ვნანობ, ძალიან ვნანობ, რომ ნასვამი ვიყავი, მაგრამ ასეთ უსამართლობაზე თვალს ვერ დავხუჭავდი! ფხიზელზეც იგივეს გავაკეთებდი!
არ მიცხოვრია საქართველოში წლების მანძილზე ოჯახური ვითარების გამო, და ქართულად მეტყველება მიჭირს.
ჩემი ბრალია, ვიცი, მაგრამ მეც ადამიანი ვარ და ნარკომანს რომ მეძახით, წარმოგიდგენიათ, რას ვგრძნობ საერთოდ??? მაპატიეთ, თუ ჩემს გამო ქოცებმა შტერი თაობა გიწოდეს, მაპატიეთ, რომ ჩემებურად გამოვხატე აზრი, მაგრამ მეც ხომ ადამიანი ვარ? თუ ევროპულ ღირებულებებს ეძებთ, იქ არ აბულინგებენ ასე ხალხს მხოლოდ იმიტომ, რომ ნასვამ მდგომარეობაში არიან აქციაზე. ამხელა კიბერბულინგს მე რუსებისგანაც ვერ ვიგრძნობდი და ეს ყველაზე მეტად არის გულსატკენი ჩემთვის.
გაუმარჯოს ყველა თავისუფლებისთვის მებრძოლს!!!
არა რუსეთს!!!"