შეიძლება თუ არა მენოპაუზის "გადავადება" - გინეკოლოგების რჩევა - მშობლები

შეიძლება თუ არა მენოპაუზის "გადავადება" - გინეკოლოგების რჩევა

2024-12-11 10:14:33+04:00

რგუმენტი, რომ მენოპაუზა ეს ფიზიოლოგიური და გარდაუვალი პროცესია, დიდად დამამშვიდებლას არ ჟღერს. საქმე ის კი არ არის, რომ მენოპაუზა ორგანიზმის დაბერების ერთ-ერთი მთავარი ნიშანია, ის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ძალზედ უსიამოვნო უსიამოვნო შედეგების მომტანია.

სიმპტომები, რომლებზეც ქალები ყველაზე ხშირად უჩივიან, ალები, ოფლიანობა, თავის ტკივილი, ქოშინი, ძილის დარღვევაა, ასევე ჭარბი წონა, ზოგადი ჯანმრთელობის გაუარესება და განწყობის ხშირი ცვალებადობა. ისიც უნდა დავამატოთ, რომ გარეგნობაც იცვლება მენოპაუზის შემდეგ: კანი სწრაფად ბერდება, მისი სიმკვრივე ქვეითდება და ნაოჭები ჩნდება.

ერთი სიტყვით, ქალების უმეტესობა, ალბათ, სიამოვნებით დათანხმდებოდა ამ პერიოდის რამდენიმე წლით გადადებაზე. აღმოჩნდა, რომ ამის გაკეთება თანამედროვე მედიცინას შეუძლია.

გინეკოლოგების თქმით, არსებობს სიტუაციები, როდესაც ჰორმონის ჩანაცვლებითი თერაპია მენსტრუაციის აღდგენას განაპირობებს. მაგრამ თუ ოჯახში უფროსი თაობის ყველა ქალს აქვს ადრეული მენოპაუზა აღენიშნებოდა, მაშინ ეს გენეტიკურია და ვეღარ შეიცვლება. ამ შემთხვევაში მენოპაუზის მოახლოების პირველი ნიშნებისთანავე ქალმა გინეკოლოგს უნდა მიმართოს.

როგორ გადავავადოთ მენოპაუზის დაწყება რამდენიმე წლით

ანალიზების და ულტრაბგერითი კვლევის შემდეგ ექიმი მკურნალობას დანიშნავს. თუ პაციენტში მენოპაუზის დაწყება შეიძლება "გადაიდოს", მაშინ მას მედიკამენტურ თერაპიას დაუნიშნავენ, მათ შორის ფიტოესტროგენებს, რომლებიც ხელს უწყობენ უსიამოვნო სიმპტომების მოხსნას.

ჰორმონალური თერაპია ჩვეულებრივ 5-7 წელი გრძელდება, უფრო დიდხანს იმ ქალებში, რომელთა რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითება ნორმაზე ადრეულ პერიოდში დაიწყო.

მაგალითად, თუ მენოპაუზა 35 წლის ასაკში დგება, მაშინ ქალმა ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია მენოპაუზისთვის ნორმალურ ასაკამდე, ანუ 15 წლამდე უნდა გაგრძელდეს- ასეთია გინეკოლოგების რეკომენდაცია.

მკურნალობა ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემცირებას, მათ შორის ინფარქტისა და ინსულტის, ოსტეოპოროზის, დაბერების პროცესის შენელებას და მენოპაუზის დროს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ექიმის თქმით, მენოპაუზა ბუნებრივი პროცესია და ზომები, რომლითაც შესაძლებელია სხეულზე ზემოქმედება, შეზღუდულია, მაგრამ მისი პროგრესის შენელება შესაძლებელია.

მენოპაუზის 10 წლით გადადება შეუძლებელია, მაგრამ თანამედროვე მედიცინა დაგეხმარებათ რამდენიმე წლით გაიხანგრძლივოთ ახალგაზრდობა. და ასევე უნდა გავითვალისწინოთ, როგორი ცხოვრება ეწევა ქალს, როგორი იკვებება, აქვს თუ არა მავნე ჩვევები, არის თუ არა საკმარისად ფიზიკურად აქტიური. ეს ყველაფერი მენოპაუზის ასაკზეც მოქმედებს.ზოგადად, ცხოვრების ჯანსაღი წესი ახალგაზრდობის მთავარი საიდუმლოა და ეს ყველასთვის არის ცნობილი.